ელემენტარულია, უოტსონ!

ყველაფერი შეიძლება დაკარგო ადამიანმა: სამსახური, ფული, საყვარელი ადამიანი… თავიც შეიძლება დაკარგო. მთავარია არ დაკარგო იუმორის გრძნობა და ის ყველაფრის დაკარგვას გადაგატანინებს.

209256_364915973582729_1347792087_oჩემი იუმორის შესახებ არაფერს გეტყვით. ერთი ვიცი,  ჩემი მეგობრები  დიდად სახარბიელოს არაფერს იტყვიან მის შესახებ. 🙂 სამაგიეროდ ვინც ჯერ კიდევ არ იცით და ვინც იცით, გაგახსენებთ, რომ არსებობს ძალიან კარგი ინტელექტუალური იუმორიანი გვერდი “ფეისბუქზე” ვენი, ვიდი, ვიცინე. ჰოდა, აქ გადავაწყდი ამ ფოტოს.

არც მენდელეევის პერიოდული სისტემის ყველა ელემენტის აღმოჩენა არაა მენდელეევის დამსახურება და არც ფრაზა “ელემენტარულია, უოტსონ!” არ არის სინამდვილეში შერლოკ ჰოლმსის ნათქვამი, როგორც მინიმუმ ართურ კონან დოილის.

რამე ახალი ვთქვი?
ელემენტარულია!
ცნობილი ადამიანების უმეტესობას მიაწერენ ფრაზებს, რომლებიც რეალურად მათ არ უთქვამთ. პოპულარობა დიდ მსხვერპლს მოითხოვსო. მსხვერპლი კი არა, მშვენიერი ფრაზა გვაქვს: “ელემენტარულია, უოტსონ!”.

ამ ფრაზით შერლოკი უოტსონს უხსნის ყველაფერს, რასაც დედუქციის მეთოდის გამოყენებით ხვდება. სინამდვილეში ის “შერლოკ ჰოლმსის დაბრუნების”1929 წლის ეკრანიზაციაში გაჟღერდა პირველად და მას შემდეგ ჰოლმსიადის ყველა ეკრანიზაციაში გამოიყენება.

ერთადერთი შემთხვევა, როცა ართურ კონან დოილი ახსენებს “ელემენტარულია”, არის “მხრებში მოხრილი კაცი”  (The Crooked Man).

“I have the advantage of knowing your habits, my dear Watson,” said he. “When your round is a short one you walk, and when it is a long one you use a hansom. As I perceive that your boots, although used, are by no means dirty, I cannot doubt that you are at present busy enough to justify the hansom.”
“Excellent!” I cried.
“Elementary,” said he.

919480_469482803126045_2013294312_o

ჰოდა, ეს ისე…
ელემენტარულია!
უნდა (ვ)იცოდეთ. 🙂
თუ არადა დაიკიდეთ (სემირამიდასავით) 🙂

Advertisements

3 thoughts on “ელემენტარულია, უოტსონ!

  1. ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე ეგ გვერდი და ძალიან მომწონს ^^
    ნამდვილი იუმორი

  2. გვერდი ზედმეტად ერთფეროვანია, კალამბურებზე აგებული. იდეაში, ასეთი ფბ გვერდები საერთოდ არ მომწონს, არც მაქვს მოწონებული, დიდი სიამოვნებით დავთანხმდებოდი, ეს ბრძნული გამონათქვამების, სასიყვარულო ამბების, რა-თბილი-ფოტოა-გააზიარეთ სურათების ოთხკუთხედები ჩემს ნიუსფიდში საერთოდ არ ჩნდებოდეს, მაგრამ ჩემს ფრენდებს მოსწონთ და ამას უკვე ვერაფერს ვუხერხებ.

    ელემენტარულია უოტსონ 🙂 აშკარად გამოგონილია და კარგი გამოგონებაც გამოვიდა 🙂

  3. ლორდმა დამიკომენტარა ადრე ერთ-ერთ პოსტზე, სულ ტყუილად მიაწერენო შერლოკს ამ ფრაზას, მაგრამ ასეთი ვრცელი ისტორია არ ვიცოდი ^^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s