ჩემი ნაღვლიანი ფლირტების გახსენების ჟამს

ფლირტი # 29

– მე ძალიან ერთგული ვარ, განსაკუთრებით სიყვარულში.
-ძალიან დასაფასებელი თვისებაა.
-ჰო. დღემდე ჩემი ყოფილი ცოლი მიყვარს.
-მართლა?! რატომ დაშორდით.
-ღალატი არ მაპატია.

3166563_700bფლირტი # 8

-ვაა, სოფოო, როგორ ხარ? საუკუნეა არ მინახიხარ. რა კარგად გამოიყურები.
-ჰო. 3-4 წელი იქნება.
-აბაა, გოგო. რატო არ გამომყევი ცოლად? ახლა ხო 3 წლის შვილი გვეყოლებოდა.
-ზუსტად მაგიტო არ გამოგყევი. 🙂

ფლირტი # 19

-გაიცანი ეს ჩემი მეუღლეა თამუნა.
-ძალიან სასიამოვნოა.
-თამო ! – ცოლს მიუბრუნდა. – აი, სოფოს უარის დამსახურებაა, რომ ახლა ჩემი ცოლი შენ ხარ.
დღემდე მახსოვს თამუნას ნაძალადევი ღიმილი და არ გამიკვირდება თუ ჩემდამი დადებითად არაა განწყობილი.

389559_457996017586092_1658671858_nფლირტი # 23

ზარი ჩემს ტელეფონზე.
-გამარჯობა, სოფო! მე გ.-ს დედა ვარ.
-ძალიან სასიამოვნოა.
-არაჩვეულებრივი გოგონა ხარ, ძალიან განათლებული, დადებითი, ჩემი შვილი გიჟდება შენზე, მაგრამ როგორც ქალმა ქალს, როგორც დედამ მომავალ დედას, რაღაც მინდა გთხოვო.
-გისმენთ.
-არ მინდა ჩემი შვილიშვილიც სათვალეს ატარებდეს.
-ბატონო?!
-თქვენ თუ დაოჯახდებით დიდი შანსია თქვენ შვილს სათვალე დაჭირდეს, იმიტომ რომ ორივე სათვალეს ატარებთ.
-…
-გამიგე, დედი. მე ორივესთვის მხოლოდ კარგი მინდა.

958ფლირტი # 5

-გოგო, რამდენჯერაც არ უნდა შეგხვდე და სადაც არ უნდა შეგხვდე სულ გოგოებთან ერთად ან მარტო ხარ. გადავირიე.
-ვერ გავიგე?!
-მაეჭვიანე ან რამე გააკეთე.
-რატო უნდა გაეჭვიანო? მე და შენ ექვსი წლის წინ უბრალოდ მიმოწერა გვქონდა.
-მერე რა?  მარტოს რომ გხედავ, მგონია რომ ისევ ჩემზე ფიქრობ.

to be continued…

Advertisements

22 thoughts on “ჩემი ნაღვლიანი ფლირტების გახსენების ჟამს

  1. მეცხრამეტეს ცოლი არ ყვარებია.

    ოცდამეცხრე ანეკდოტი მეგონებოდა, სიმართლე რომ არ იყოს.

    ოცდამესამეს დედა თმებით არის სათრევი. ისე, დედას რას ვერჩი, ოცდამესამეა წიხლქვეშ გასაგდები, დედას ამდენის უფლებას რომ აძლევს.

    ეს ბლოგი, როგორც ყოველთვის, ორიგინალური საკითხავით გვანებივრებს 🙂 დანარჩენს ველოდები 🙂

    • რაც არიან, ეგ არიან 🙂

      ახლა კი მეცინება, მაგრამ თავის დროზე ყველა ფაქტს ტრაგედიად აღვიქვამდი 🙂

      კომპლიმენტისთის როგორც ყოველთვის მადლობა 🙂

  2. :))))))
    სათაური :)) სხვათა შორის, იმ წიგნის, რომლის ასოციაციითაც დაარქვი, მხოლოდ სათაური მომწონს 🙂

    მე არ ვიტყოდი სათვალიან შვილიშვილზე, სოფი, მაგრამ რა ვქნა, დიდი ბიჭი არ მყავს 🙂 მეტიც, ბიჭი არ მყავს; უარესი – საერთოდ შვილი არ მყავს 🙂

    • ლოლ :)))
      სათვალე იდეაში არაფერს შუაში არაა, აზროვნების პრობლემაა აქ :))

      • :)))))))))))))))

        სულ მეგონა, რომ კარგ მკითხველად მიცნობდნენ :გულუბრყვილო: :)))

      • მე ეგ არ მითქვამს 🙂 უბრალოდ აზროვნების პრობლემა ქონდა და აქვს დღემდე, თორე რა მნიშვნელობა აქვს ადამიანს სთვალე უკეთია თუ არა 🙂

      • მე იმაზე გამეღიმა, ბიბი, რას მიხსნი-მეთქი :))))

        ახალ ანეკდოტებს ველოდები 🙂

        მე ერთხელ დაბადების დღის საჩუქარზე მითხრა ერთმა, თუ ცოლად არ მომყვები, საჩუქარი რატომ გამომართვიო, მე ხომ მაგაზე ფული დავხარჯეო. ვკითხე რამდენი დახარჯა და გადავურიცხე 😀 😀

  3. 23-ე “ობიექტის” საქმე განსაკუთრებით რთულადაა :))) არ მშურს მომავალი რძლის :)))

  4. ჰააჰ რა კარგი იყოო : ))))

    ერთი მეც უნდა გავიხსენო ასეთი ამბები, კი არიან ოხრად :დდ

    პ.ს. შემოგვილი ხოლმე 😉

  5. Pingback: კარგი სმენა მაქვს, მაგრამ არ მესმის… | შოშანას კონტროლის ზონა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s