Is tin polin ანუ მე მივდივარ სტამბოლში

მისი თავდაპირველი სახელი ბიზანტიონია, ხოლო როცა ის კონსტანტინე პირველმა 330 წელს რომის იმპერიის დედაქალაქად გამოაცხადა, ნოვა რომა (ახალი რომი) უწოდეს. ზუსტად ერთი საუკუნის შემდეგ მას კონსტანტინეპოლისი ანუ კონსტანტინეს ქალაქი და ასე ეწოდებოდა 1930 წლამდე.

944268_494245107307527_1510230839_nბერძნები, რომლებიც კონსტანტინეპოლისში, არაბულად ქუნსტანტიაში მიემგზავრებოდნენ, ამას მარტივად, ერთი ფრაზით ამბობდნენ: “εἰς τὴν Πόλιν“ (ის ტინ პოლინ) ანუ მე მივდივარ დიდ ქალაქში, ქალაქისკენ.

ჩემში ბერძნული სისხლის წვეთიც კი არ ჩქეფს,  მაგრამ გამოვიყენებ ბერძნულ ფრაზას, რომლიდანაც  ერთი ვერსიით დასახელება “სტამბოლი” წარმოიშვა და ვიტყვი ჩემთვის ერთ-ერთ საოცნებო მომენტზე: ის ტინ პოლინ ანუ მე მივდივარ სტამბოლში, ივლისის ბოლოს. 🙂

მე მივდივარ ბათუმიდან. პეგასუსით ბილეთები ასე უფრო იაფი ღირს და თან ამ პერიოდში მაინც დასავლეთში მიწევს ყოფნა. ერთი დიდი პლიუსი არის ის, რომ გაფრენაც და ჩამოფრენაც დღისითაა.

titanic_hotels_istanbul_01რატომ მაინცდამაინც სტამბოლი?!

ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს: მისი ისტორია, მდებარეობა, აია სოფია, ტოპ კაპი, ცისფერი მეჩეთი, გრანდ ბაზარი, ტაკსიმი, უმანკოების მუზეუმი, შაურმა, ფახლავა და თურქული ყავა. ეს ის მცირედია და სინამდვილეში საკმაოდ ბევრი მიზეზი, იმისთვის რომ სტამბოლის ნახვა მინდოდეს.

ფამუქი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში “სტამბოლი – მოგონებები და ქალაქი” ამბობს, რომ მისი მშობლიური ქალაქი სევდიანია და მოჰყავს იაჰია ქემალის სიტყვები: “აქ ისინი ცხოვრობენ, ვინც სევდით ტკბება”.

ჰოდა, მე მივდივარ ერთი ფინჯანი ყავით და ფახლავით, დავტკბე როგორ ჩადის მზე ბოსფორის სრუტეში, როგორ იკარგება ზღვარი ევროპასა და აზიას შორის და  ეს ყველაფერი მცირეოდენი სევდით.

პ.ს. წასვლამდე კი თქვენ რჩევებს მოვისმენ სიამოვნებით.

პ.პ.ს. შტაბეჭდილებებს და ფოტოებს გაგიზიარებთ.

Advertisements

6 thoughts on “Is tin polin ანუ მე მივდივარ სტამბოლში

    • წავიკითხე ეგ 🙂
      “უმანკოების მუზეუმს” წავიღებ და მუზეუმის სამახსოვრო პეპელას ჩავაკვრევინებ 🙂

  1. მშურს 😦
    ჩემი ბლოგერი ფრენდების უმეტესობა ნამყოფია და ფეისბუქზე ხშირად მხვდება დასტატუსებული შთაბეჭდილებები.
    კეთილი მგაზვრობა, ბიბი და ჩამოსვლის შემდეგ აუცილებლად დაწერე კიდევ ერთი პოსტი 🙂

  2. რა კარგია რომ მიდიხარ სტამბოლში! ორი წლის წინ ზუსტად ამ დროს მთელი ერთი თვით გავჩერდი მანდ და უზომოდ შემიყვარდა ეგ ქალაქი. რამდენი ხნით მიდიხარ? 🙂 იცი სად ჩერდები? ჩემს ბლოგზე რაღაცეეები კი მიწერია სტამბულთან დაკავშირებით, მაგამ თუ მომწერ რა გაინტერესებს განსაკუთრებით, იქნებ შევძლო ჩემი გამოცდილებიდან შენთვის რამე სასარგებლო ინფორმაცია მოგაწოდო:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s