უმანკო სმსების მუზეუმი

“Don’t use the phone. People are never ready to answer it.”

Jack Kerouac 

პირველი მობილური ნათლიამ მაჩუქა ათი წლის წინ. ოქროსფერი, გასაშლელი, ციცქნა, რომლიც მარკა დღემდე არ ვიცი, იმიტომ რომ არ ეწერა და არც მაინტერესებდა. ისეთი არავის არ ქონდა. შუაზე გადალეწილი და უკიდურესად დაფხაჭნილი დღემდე ინახება ჩემი მშობლების სახლში, რომელიღაც უჯრაში.

ბალის აბონენტობამ განაპირობა უფრო მეტად, რომ დარეკვაზე უფრო ხშირად სმს ვიყენებდი. იაფიც იყო  და მოსახერხებელიც.  შედეგად გაჩნდა უამრავი ტექსტი, რომელთა უმრავლესობა უკვე აღარ მახსოვს.

მერე იყოს Siemens C65, Samsung D500, Nokia 6300, Blackberry 9700, Samsung C3752. ყველა მათგანი დღემდე მუშაობს და ბოლო ორს აქტიურად ვიყენებ.

tumblr_mpy5avpmMJ1sorr76o1_500მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს მქონია ძვირადღირებული ტელეფონი, ვერ ვიტყვი ტელეფონი ჩემთვის ფუფუნების საგანი არ არისთქო, იმაზე მეტი ფუფუნება რა უნდა იყოს, შენ საყვარელ ადამიანებთან ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან, რომ შეგიძლია კონტაქტი?!  მობილურს მხოლოდ დასარეკად და სმსისთვის ვიყენებ. სხვა დანარჩენისთის ფოტოაპარატი, მუსიკალური პლეერი და “ქინდლი” არსებობს.

როგორი სასიამოვნო მუსიკაც არ უნდა დავაყენო ზარად, დარეკვისას ვიძაბები. ძირითადად სამსახურიდან ან სამსახურის საქმეზე რეკავენ, ან ფულის სესხება უნდათ, ან რაღაც სასწრაფო საქმეა, რომელიც აზროვნების სასწრაფო მობილიზებას და კონკრეტულ ფაქტზე ფოკუსირებას ითხოვს. სამაგიეროდ სმსის გაწკრიალება პულსს მიჩქარებს. ერთმა სიტყვამ, სულ რამდენიმე სიმბოლომ ისე სასიამოვნოდ შეიძლება იმოქმედოს, როგორც სხვა არაფერმა. აგაცილოს უხერხულ სიტუაციებს. მოგცეს გაანალიზების და დაფიქრების საშუალება.

უამრავი სასიამოვნო სმს მიმიღია, ზოგჯერ ადრესატი მე არ ვყოფილვარ, მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო იმის გაგება, რომ სამყაროში ვიღაცას ასეთ სიტყვებს წერდნენ. ახლა ვერცერთ მათგანს ვერ ვიხსენებ, ალბათ არც ისე მნიშვნელოვნები იყო, რომ დროისთვის და “delete” ოფციისთვის გაეძლო. წესად მქონდა წაკითხვისთანავე წაშლა.

tumblr_mpxwjn2M0W1sya309o1_500ჰო, წესად მქონდა მანამ, სანამ ჩემი ტელეფონის ეკრანმა და ჩემმა სახემ ერთდროულად განათება არ დაიწყეს. ათასი უფრო სწორად სამი ათასამდე სმს ბოლო ერთი წლის მანძილზე, როცა დღის უმეტეს ნაწილს ერთად ვატარებთ. თემა უამრავი, ძალიან პირადული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ჩემპიონთა ლიგის მატჩები, სადილად გასვლის დაგეგმვა, ახალი ანეკდოტი და ა.შ.

ის: -მეც!
მე: -რა შენც?
ის:-მთელი დღე მოსაწერად და მოსაკითხად რომ ვერ მოიცალე და რომ მოგენატრე.

ის: -ადე, ადე. მშია.
მე: -ასე ადრე რამ მოგაშივა?
ის: -შენს ტუჩებს ვუყურებ…

მე: – რაღაც მოხდა
ის: – რა?
მე: -საიდუმლოა!
ის: -მითხარი, მე ხომ შენი მე-საიდუმ-LOVE ვარ.
მე: – ჰო, მე საიდუმLOVE.

ის: – გემო-ვნებიანო!

მე: – რა ფილმი ვნახოთ?
ის: – სულ ერთია. შენთან ერთად ჰორორის ნახვაც კი სასიამოვნოა.

კიდევ ბევრი დეტალი: სიტყვა, წინადადება, წუთი, საათი, დღე, ადგილი, შეხება…

გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი და ისევ გაზაფხული…

თითქოს ყველა ნერვი ერთად ატოკდა და გულთან რაღაც გაწყდა, როცა შევამჩნიე, რომ აქტიურად კრეფდა ტექსტებს და მათი ადრესატი მე არ ვიყავი და საერთოდ იშვიათად აისახებოდა ჩემი ტელეფონის ეკრანზე მისი სახელი. საკმარისია დავინახო მისი თითების მოძრაობა კლავიატურაზე, მგონია რომ ავტომატურად ჩემს საცრემლე ჯირკვლებს ეხება და ჩემი ჩამქრალი ეკრანი ყელში გორგალად მეჩხირება.

და მიუხედავად იმისა, რომ “მაგთი”, “ჯეოსელი”, “ტექნოლუქსი”, “შაინი”, “ალტა” და ა.შ. წამიერად მაინც მიღვიძებენ იმედს და სმსებით მანებივრებენ, офицеру никто не пишет.

Advertisements

9 thoughts on “უმანკო სმსების მუზეუმი

  1. “………..მგონია რომ ავტომატურად ჩემს საცრემლე ჯირკვლებს ეხება და ჩემი ჩამქრალი ეკრანი ყელში გორგალად მეჩხირება.” –––––––– ოი…. 😦

  2. სოფო… გული ყელში.
    მეტი რა.
    არც არაფერი

  3. ოჰ, ნამეტანი ახლოს მოვიდა ჩემთან ეს პოსტი 🙂 განსაკუთრებით ის, ზარების მიღებას მესიჯები რომ გ[ვ]ირჩევნია 🙂
    ისე, წინა ტელეფონში მქონდა მესიჯები, რომლებსაც არ ვშლიდი (წლობით!). მერე მობილურის გამოცვლის საჭიროება რომ დამიდგა, კინაღამ თან მივყევი იმ წაშლილ მესიჯებს. ახლა ყველაზე საყვარელ მესიჯებსაც კი 2 დღეზე მეტი ხნით არ ვინახავ. თან იმიტომ, რომ ვიცი, ეს მობილური წინა მობილურივით 4 წელი არ მექნება 🙂 აი, მომავალ ტელეფონს რომ ვიყიდი, რომელსაც დიდი ალბათობით სულ ცოტა 3 წელი ვიქონიებ, შეიძლება ისევ წამძლიოს სულმა და შევინახო რაღაცეები…

    • მე გამოსავალი ვიპოვე. ბლუთუზით ვგზავნი ჩემს ლეპტოპში და იქ ცალკე ფოლდერი შევქმენი სმსებისთვის :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s