ბიჭუნა ველოსიპედით

რეფერატს ვამზადებდი შვილების და მინდობით აღზრდის ინსტიტუტზე ამ რამდენიმე ხნის უკან, თან სანახავი ფილმების დიდი სიისკენ ვაპარებდი თვალს.

ბელგიელი ძმების ჟან-პიერ და ლუკ დარდენების ახალი ფილმის “ბიჭუნა ველოსიპედით” (The Kid with a Bike) , ის იდეალური შემთხვევა იყო, როცა სასარგებლო და სიამოვნო ერთმანეთს შევუთავსე.

bike_1ბელგია-საფრანგეთის ერთობლივი ნამუშევარი კანის კინოფესტივალის გრანპრის მფლობელი გახდა, ხოლო ოქროს გლობუსზე ნომინირებული იყო, როგორ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი. სცენარმა კი ევროპის კინოაკადემიის ჯილდო დაიმსახურა.

თემა მეტად აქტუალური, რაც თავის მხრივ წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი იყო. 11 წლის ბიჭუნა სირილი ( Thomas Doret ) , რომელიც მოზარდთა თავშესაფარში ცხოვრობს და სურს მამასთან დაბრუნება. მიუხედავად ყველა ცდისა მამის ადგილსამყოფელს ვერ მიაგნებს.  ძველ მისამართზე მამა უკვე დიდი ხანია აღარ ცხოვრობს და არც სირილის საყვარელი შავი ველოსიპედია.

the-kid-with-a-bike-00-470-75

თავშესაფრიდან მამის საძებნად გაქცეული სირილი გაიცნობს სამანტას ( Cécile De France) , რომელიც მას მამის პოვნაში დახმარებას დაპირდება და თავის შავ ველოსიპედსაც დაუბრუნებს.

სირილი უქმეებს სამანტასთან ატარებს და უბანში სეირნობისას გაიცნობს კრიმინალ ვესს, რომელსაც უმეგობრდება და პრობლემებში ეხვევა. მამას (Jérémie Renier) კი სულაც არ სურს შვილთან ურთიერთობა და ამას პირველივე შეხვედრისთანავე განუცხადებს.

images (4)ეს არის ფილმი სიყვარულზე, იმედგაცრუებაზე და დიდ ტკივილზე, რომელიც ისე ცხადადაა აღწერილი, გგონია, რომ უშუალოდ შენ გეხება ეს ყველაფერი.

მოზარდი მთავარი გმირი არც თუ იშვიათია.”ლეონი”, “Up” და თუნდაც ქართული ფილმი “გაღმა ნაპირი”.

ერთგვარი პარალელიც კი გავავლე ძმები დარდენების და გიორგი ოვაშვილის ფილმს შორის. ორივე ფილმი ერთი ასაკის ბიჭზეა, ისინი მამებს ეძებენ და ცხოვრებისეულ პრობლემებს აწყდებიან, ეხვევიან გაუგებრობებში და ვიზუალურადაც კი გვანან ერთმანეთს.

3 thoughts on “ბიჭუნა ველოსიპედით

Leave a reply to კუში–კუში Cancel reply