საჩუქარი ფამუქისგან

ვისაც ფეხით სეირნობა უყვარს, მათთვის სტამბული სამოთხეა. პატარა ვიწრო ქუჩები, გაზულუქებული და მზეზე მიფიცხებული კატები, ლამაზი სახლები, ნაირ-ნაირი მაღაზიები. დადიხარ და არ იღლები. მოლას ლოცვის ხმას ქუჩის მუსიკოსები ცვლიან, რომლებიც მრავლად არიან, თითქმის ყველა ქუჩის კუთხეში და მოედანზე.

არ მახსოვს, დილით რა დროს გავედი სახლიდან. ასე მგონია მთელი სტამბული შემოვიარე ფეხით.

IMG_4287სულთან აჰმედიდან ტაკსიმამდე ფეხით გავედი. თან ყველაზე მიხვეულ მოხვეული გზებით. გალათას კოშკიდან კი ფეხით ჩამოვედი. ვინც ნამყოფია, მარტივად მიხვდება, რომ ძალიან დიდი გზაა.

რამეს ეძებ და გგონია მარტივად მიაგნებ?  მიხვეულ-მოხვეული პატარა ქუჩებით სულ სხვა ადგილზე შეიძლება აღმოჩნდე.

დაქანცული ძალების აღსადგენად და სახლში დასაბრუნებლად თურქულ ყავას ვსვამდი ტაქსიმთან ახლოს, წითელმა ტრამვაიმ რომ ჩამოიარა. უცებ გამინათდა გონება, სადღაც აქვე (3-4 კმ რადიუსში) ფამუქის უმანკოების მუზეუმი უნდა იყოს, ბარემ აქა ვარ და შევივლი.

გეზი წიგნების მაღაზიისკენ ავიღე. გამვლელისთვის კითხვას აზრი არ ქონდა. ინგლისური უმეტესობამ არ იცის და ვინც იცის, იმათგან მეეჭვება ბევრმა იცოდეს ფამუქი და მითუმეტეს უმანკოების მუზეუმის მდებარეობა.

წიგნების მაღაზიაში პატარა ბიჭს სახე გაუნათდა ფამუქის და მუზეუმის ხსენებაზე. მართალია, ინგლისურად ვერაფერი ამიხსნა, მაგრამ ხელი მომკიდა და მივხვდი, მიცილებას მიპირებდა. საოცარი გრძნობაა. მიდიხარ ამ მიხვეულ მოხვეულ ქუჩებში სრულიად უცხოსთან ერთად და ოდნავაც არ გეპარება ეჭვი, რომ შენი დახმარების გარდა, სხვა რამე შეიძლება ამოძრავებდეს.

მუზეუმის შესახვევთან დამტოვა, თურქულად რაღაცეები ჩაიდუდუნა და მადლობის თქმაც ვერ მოვასწარი, ისე გაქრა.

შენობა მარტივად ვიცანი. ბევრჯერ მინახავს ფოტოებზე. სალაროსთან ბილეთის ფასს რომ შევხედე, მერეღა გამახსენდა ჩანთაში 30 ლირაღა მომეძევებოდა. მეთქი რაც არის, არის! აქამდე მოვედი და სახლამდე სამგზავრო ბარათითაც ადვილად წავალ.

ჩვევად მაქვს, ქაღალდის ფულს საფულეში კი არა, წიგნში ვინახავ. ჩანთა გავხსენი, წიგნი ამოვიღე და მოლარეს ვაწვდი 30 ლირას, რომელიც ფულს უკან მიბრუნებს და მეკითხება:

-ეს “უმანკოების მუზეუმის” ქართული თარგმანი არ არის?

IMG_4305დაბნეულმა დავხედე და უცებ გამახსენდა, რომ ეს წიგნი სპეციალურად წამოვიღე. 84-ე თავში ქემალ ბეი რომ ამბობს, მუზეუმის ადმინისტრაცია ამ წიგნის ჩვენებით უფასოდ შემოუშვებს დამთვალიერებელსო, მეთქი უნდა წავუკითხო ეს ადგილი ადმინისტრაციას.

-დიახ!
-თქვენ უფასო ბილეთი გეკუთვნით.

და წითელი პეპელა  დაასკუპა 688-ე გვერდზე.

მუზეუმში რა ხდება, სხვა დროს მოგიყვებით.

პ.ს. მადლობა, ძია ორჰან,  ბექირის ფახლავა მართლა არაჩვეულებრივია. ათათურქი თუ მაგას ჭამდა, რაღამ მოკლა?!

Advertisements

10 thoughts on “საჩუქარი ფამუქისგან

  1. სტამბულში ალბათ მძიმე ჩანთებით მომიწევს წასვლა 🙂 ორჰანის წიგნები გზამკვლევის ფუნქციას მშვენივრად შეითავსებს 🙂

    • ამისთვის არსებობს ქინდლი 🙂
      მე მხოლოდ უმანკოების მუზეუმი მქონდა წაღებული 🙂

  2. მადლობა რომ ცოტახნით თავი ისევ სტამბულის პატარა მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებში მაგრძნობინე. რა კარგი ისტორიაა!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s