4 ფილმი, რომელიც შემოდგომაზე უნდა გენახათ

სიცივის გამო გარეთ გასვლა რომ გეზარება და თავისუფალი დრო გაქვს, რა უნდა გააკეთო ადამიანმა? რა და რამე კარგ ფილმს უნდა უყურო. აქ ავტომატურად ჩნდება კითხვა “რომელ ფილმს? “. მე რამდენიმეს გირჩევთ. კომენტარებში კი თქვენ თავად შეგიძლიათ მირჩიოთ.

ტკბილი ნოემბერი (Sweet November)

sweetnovember

“ეშმაკის ადვოკატში” შესრულებული წარმატებული დუეტის შემდეგ, შარლიზ ტერონის და კიანუ რივზის წყვილი ნებისმიერ ფილმში მისი წარმატების გარანტი იყო.

2001 წელს გადაღებული “ტკბილი ნოემბერი” დღემდე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რომანტიკულ ფილმად ითვლება.

სარა (შარლიზ ტერონი) თავისუფალი ურთიერთობების მოყვარულია. მისი პრინციპია ყოველ თვე ახალი მამაკაცი, რომელსაც ის “პროექტს” ეძახის. ასე ჩნდება მის ცხოვრებაში ნელსონი (კიანუ რივზი), სარას “ნოემბერი”. თვე რომელიც რადიკალურად განსხვავებული და განსაკუთრებულად ტკბილი აღმოჩნდება ორივე მათგანისთვის, მაგრამ ისინი დგებიან დიდი პრობლემის წინაშე…

ფინალი არც თუ ისე ნათელია. ასე რომ ენია საოცრად სენტიმენტალური მუსიკის ფონზე, თავად შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ფინალი.

autumnშემოდგომა  ნიუ-იორკში  (Autumn in New York)

ფილმი, რომელიც რამდენჯერაც არ უნდა ვნახო, არ მომბეზრდება. მიუხედავად იმისა, რომ საოცრად ემოციურია და გულგრილად ვერც რომანტიკულ სცენებს უყურებ და ვერც თვალზე მომდგარ ცრემლს შეაკავებ.

ახალგაზრდა შარლოტას (ვაინონა რაიდერი) უყვარდება თავისზე ბევრად უფროსი ვილი (რიჩარდ გირი). ჩემი აზრით, ვაინონა რაიდერი ამ ფილმში არის ყველაზე ლამაზი და საყვარელი, ხოლო რიჩარდ გირი ძალიან სიმპათიური.

ვილი შარლოტას ბებიის ნახვისას ხვდება, რომ ის მისი ყოფილი საყვარლის ქალიშვილია. წყვილი ბევრი დაბრკოლების წინაშე დგება, რომელთაგან ფაქტობრივად გადაულახავი შარლოტას ავადმყოფობაა, მაგრამ საყვარელი ქალისთვის თავგანწირვა გულგრილს არავის ტოვებს ნიუ იორკში… შემოდგომაზე.

Legends-of-the-Fall-legends-of-the-fall-26634754-500-344შემოდგომის ლეგენდები (Legends of the Fall)

ეს არ არის ფილმი სამ ძმაზე, რომლებმაც ომში ერთად წასვლა გადაწყვიტეს. არც ძმებზე, რომლებსაც ერთი და იგივე ქალი უყვარდათ, თუმცა ფილმი ამ სიუჟეტზეა დაფუძნებული. ეს არის სუზანას საოცრად ტრაგიკული ამბავი და ძალიან ვბრაზდები, როცა მას ამტყუნებენ.

ახალგაზრდა ბრედ პიტი მტერსაც დაუბრმავებს თვალს და თავს შეაყვარებს, მაგრამ მე ვერა. თუმცა ის ფილმში ყველას უყვარს, თან გამორჩეულად.

“შემოდგომის ლეგენდები” ფილმი ლეგენდაა. ისტორიული, რომანტიული, დრამატული და ლეგენდარული ენტონი ჰოპკინსით.

at middleton მიდლტონში (At Middleton)

ისე მოხდა, რომ სამივე ფილმი დრამატული, ძველია. ჰოდა, მინდოდა რამე ახალი შემომეთავაზებინა, თანაც კომედიური, სახალისო, ლამაზი და სასიამოვნო.

სიმართლე გითხრათ, ბევრი არც მიფიქრია, იმიტომ რომ “მიდლტონში” არის ფილმი, რომელსაც თუ ნახავთ, გაგიჩნდებათ სურვილი ყველას ურჩიოთ მისი ნახვა.

ენდი გასიასა და ვერა ფარმიგას გმირები თავიანთ შვილებს ჩაიყვანენ კოლეჯ მიდლტონში, სადაც წყვილი მოულოდნელად ავტოსადგომზე გაიცნობს ერთმანეთს.

სიუჟეტი საოცრად ჩამთრევი და სახალისოა. ყველაფერი ერთი მზიან დღეს ვითარდება და სრულდება, თუმცა გაგრძელება თქვენი ფანტაზიითაც შეგიძლიათ.

ეს ფილმი შემოდგომაზე იმიტომ უნდა გენახათ, რომ ადამიანების “შემოგომაზეა”, იმაზეა თუ როგორ შეიძლება ერთ დღეში გახდე ყველაზე ბედნიერი.

პ.ს. სპეციალურად ქეთეONEისთვის.

ესეც კარგი ფილმია.

Advertisements

5 thoughts on “4 ფილმი, რომელიც შემოდგომაზე უნდა გენახათ

  1. შემოდგომას ნიუ იორკში თუ გამოვაკლებთ ყველა მიყვარს, ნუ შემოდგომის ლეგენდები განსაკუთრებით რა თქმა უნდა 🙂 ამ დღეებში ვნახავ კიდევ 🙂

  2. თითოეულ ფილმზე ყველაფერი ვიცი ლამის და მაინც არ მაქვს არც ერთი ნანახი 🙂 სამწუხაროდ.
    ახლა არაფერი მახსენდება ამის გარდა http://www.imdb.com/title/tt0057940/?ref_=nv_sr_3

  3. “ტკბილი ნოემბერი” და “შემოდგომის ლეგენდები” იმდენჯერ მაქვს ნანახი, კიდევ ერთხელ აღარ ღირს 🙂 “მიდლტონში” არ ვიცოდი და ხალისიანად რომ ვიქნები, ვნახავ აუცილებლად 🙂

  4. Sweet November- რომანტიკოსებისთვის:))
    Autumn in New York- მომაკვდინებლად ლამაზი და სევდიანი ფილმი: )
    Legends of the Fall- არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ ამ ფილმში და სხვა ფილმებშიც ბრედი მიყვარს. სუზანაზე ვგიჟდები. როგორ შეიძლება მისი გამტყუნება. თმებს რომ იჭრის და თავს იკლავს , იქ თავს ვიკლავ მეც.
    და კიდევ ერთი ყველაზე მძაფრი მომენტი , ციხეში რომ მიაკითხავს და ეტყვის- I still sometimes dream that I’m the mother of your children.

    P.S. Radiohead ძალიან მოუხდა ამ პოსტს: ))))

    • სუზანა მებრალება, მეცოდება გულწრფელად 🙂
      უბედური ქალია, მიუხედავად იმისა რომ სიყვარულით და პატივისცემით იყო განებივრებული.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s