მხოლოდ ჯარმუშის ფილმები გადარჩებიან

ექიმი, მეწარმე, ლიდერი კი არადა მსახიობი, სცენარისტი, მუსიკოსი, რეჟისორი ჯიმ ჯარმუში  ამბობს, რომ ეზიზღება ფილმები, რომლებიც კაპიტალიზს, რასიზმს, სიხარბეს, წარმატების ფორმულას, ქრისტიანობას, ოჯახს, როგორც ბუნებრივობას, ისე წარმოგვიჩენენ და ოცნებობს ისეთ მომავალზე, როდესაც აღმოსავლეთიდან ჩამოვლენ ამერიკული კულტურის გასაცნობად, როკ-სტარების და კინო-ვარსკვლავების სახლების დასათვალიერებლად. სწორედ ეს დარჩება ამერიკული იმპერიისგა, რომელიც დასასრულისკენ მიექანება, ჯარმუშის აზრით.

ჯიმ ჯარმუში

ჯიმ ჯარმუში

ის არც ისე ხშირად იღებს ფილმებს. ბოლო ნამუშევარი “მხოლოდ შეყვარებულები გადარჩებიან” (Only Lovers Left Alive), სწორედ ჯარმუშისეული მომავლის ფილმია. ძველი როკ-სტარების და კინო-ვარსკვლავების მიტოვებული სახლები დეტროიტში, კრიზისში მყოფი მუსიკოსი და აღმოსავლეთი, რომელიც თავის ავთენტურობას ინარჩუნებს.

ჯარმუში ამბობს, რომ სასიყვარულო ისტორიის (Lovestory) გადაღება უნდოდა. სათაურიც ისეთი აქვს, რომ სხვანაირად არც შეიძლებოდა, მაგრამ ეს არაა ფილმი უბრალოდ ვამპირი წყვილის ევასა (ტილდა სვინტონი) და ადამის (ტომ ჰიდლსტონი) სიყვარულზე. ეს არის საკუთარი თავის შენარჩუნებაზე და რასაც აკეთებ იმის უსაზღვრო სიყვარულზე.

ტილდა სვინტონი და ტომ ჰიდლსტონი

ტილდა სვინტონი და ტომ ჰიდლსტონი

ჯარმუში ამბობს, რომ მოსწონს ტარანტინო, მაგრამ არ მოსწონს მუსიკა, რომელსაც ის ფილმებში იყენებს. “მხოლოდ შეყვარებულები გადარჩებიან” ამითაც გამორჩეული ფილმია და ფაქტობრივად არ მახსენდება ამერიკული ფილმი, რომელსაც აღმოსავლური მუსიკა ასე უხდებოდეს.

აქვე ჩემი ფავორიტი საუნდთრეკი.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s