მექსიკური შობის ვარსკვლავი

მეგობარს უნდა შევხვედროდი კოლმეურნეობაზე, ტრადიციულად აგვიანებდა და მეც დროის გასაყვანად ყვავილების ბაზრობისკენ გავუხვიე. იქ სეირნობა მირჩევნია “თბილისი მოლის” ან პეკინის მაღაზიების თვალიერებას. კუთხეში ცოცხალ მცენარეებს ყიდის ერთი კაცი, მიუხედავად იმისა რომ არაერთხელ გვისაუბრია მცენარეებზე, მიყიდია რამდენიმე მათგანი და ბევრი რჩევა მიმიღია, სახელი არასოდეს მიკითხავს. ახლაც გულთბილად მომესალმა. მე ჩემი იების მოწყენის ამბავი შევჩივლე, დამარიგა, ამიხსნა,…