იდიო(მა)ტური გამოთქმები – Itchy Feet

ბევრს ვერ ვმოგზაურობ, თუმცა ამის დაუოკებელი სურვილი მაქვს. ვკითხულობ, ვინიშნავ, ვათვალიერებ, ვგეგმავ, მშურს და მაინც იმაზე ბევრად ნაკლები ადგილი, ქალაქი, ქვეყანა მაქვს ნანახი, ვიდრე მინდა რომ მქონდეს. ამ პოსტის წერა კი იმიტომ დავიწყე, რომ მინდოდა ერთი იდიო(მა)ტური გამოთქმა ჩამენიშნა – Itchy Feet, მოგზაურობის დაუოკებელი სურვილი. პირდაპირ რომ ვთარგმნოთ, აქავებული ფეხისგულები გამოდის. ამიერიდან ვგეგმავ ასეთი გამოთქმები ჩავინიშნო…