ძაღლის ყველა ჯიში ერთად

ხშირად ვაწყდები სტატიებს, ფოტოებს, ვიდეოებს ინტერნეტში, რომლებიც საინტერესოა ჩემთვის. ვიწერ, ვინიშნავ, ვუზიარებ სხვებს. სწორედ ასეთი ინფორმაციის კატეგორიას მიეკუთვნება ქვემოთ ნაჩვენები ფოტოც, რომელსაც სად გადავაწყდი ზუსტად არ მახსოვს. 9GAG-ის რესურსია, თუმცა მანდ ნამდვილად არ მინახავს.

ძაღლების დიდი მოყვარული არასოდეს (ვყოფილ)ვარ. სულ ერთი ძაღლი მიყვარდა – ჯეკა. დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, უფრო სწორად წავიდა და აღარ დაბრუნებულა. ბაბუა ამბობს, რომ ძაღლებმა ასე იციან სიკვდილის წინო.

ახლა თეთრ ლაბრადორზე ვოცნებობ. უფრო სწორად ყოველ საღამოს ეზოში მოსეირნე ფოლის რომ ვხედავ, მეც მინდება ისეთი. 🙂 თუმცა ამ ფოტოს რომ ვუყურებ, ბევრი მათგანს ვიყოლიებდი. 🙂

2 thoughts on “ძაღლის ყველა ჯიში ერთად

Leave a comment