ელემენტარულია, უოტსონ!

ყველაფერი შეიძლება დაკარგო ადამიანმა: სამსახური, ფული, საყვარელი ადამიანი… თავიც შეიძლება დაკარგო. მთავარია არ დაკარგო იუმორის გრძნობა და ის ყველაფრის დაკარგვას გადაგატანინებს. ჩემი იუმორის შესახებ არაფერს გეტყვით. ერთი ვიცი,  ჩემი მეგობრები  დიდად სახარბიელოს არაფერს იტყვიან მის შესახებ. 🙂 სამაგიეროდ ვინც ჯერ კიდევ არ იცით და ვინც იცით, გაგახსენებთ, რომ არსებობს ძალიან კარგი ინტელექტუალური იუმორიანი გვერდი “ფეისბუქზე” ვენი,…

06:21

მზის სხივებმა გამაღვიძა. ალბათ  ჩემზე ფიქრობდი, თვალებღია… ჩემი წილი მზე ხომ შენი თვალებიდან ანათებს.

ბერლუსკონის “წითელი და შავი”

რონალდოს შესახებ მსმენოდა მხოლოდ, როცა 1997 წელს მილანი – ინტერის დაპირისპირებას ვუყურებდი. მაშინ არც “დერბი დელა მადონინას” შესახებ მსმენოდა, არც ალბერტინი ვიცოდი ვინ იყო, არც მითუმეტეს პაოლო მალდინი, მაგრამ ერთი ნახვით მოვიხიბლე. ის თამაში 5:0 მოიგეს შავ-წითელ მაისურებში გამოწყობილმა ბიჭებმა, თუმცა ამ წელს ყველა ევროტურნირის გარეთ აღმოჩნდნენ. ეს მაშინ ნაკლებად მესმოდა. ვაღიარებ, არც ემოციური და…

ძილი ჩვენი არსობისა

თუ მკითხავთ რას ვაცხობ ყველაზე გემრიელს და ტკბილს, ამაყად გიპასუხებთ: -ძილს! რეცეპტი მაქვს უნიკალური და გარანტირებული. დაიძინეთ მაშინ, როცა გეძინებათ. არ მესმის იმ ადამიანების ვინც ძილს დროის უქმად კარგვას ეძახიან. რა სიამოვნება შეედრება კარგ გამოძინებას. რა ვიცი, რა ვიცი… TED-ზე ვნახე არიანა ჰაფინგტონის მოკლე მონოლოგი, რომელიც გვიყვება იმის შესახებ, რომ პროდუქტიოლობის, ბედნიერებისა და უფრო ჭკვიანური გადაწყვეტილებების…

საოცარი ოლგა კურილენკო – “საოცრებისკენ”

“სიცოცხლის ხეს”  (The Tree Of Life) რეჟისორის ტერენს მალიკის ბოლო ფილმი “საოცრებისკენ” (To The Wonder) რომ ვნახე, დიდი ხანი დამჭირდა იმის გასაანალიზებლად ეს ფილმი იყო, უამრავი ლამაზი ფოტო თუ სიზმარი. ფილმში ფაქტობრივად არ არის დიალოგები და იწყება მატარებლის სცენით. მარინას (ოლგა კურილენკო)  ლოცვასავით წარმოთქმულ სიტყვები ფრანგულ ენაზე, თუ როგორ დააბრუნა ის სიყვარულმა დედამიწაზე და როგორ…

თბილისი – ქუთაისი – თბილისი

ქვეყნის ორი უმნიშვნელოვანესი ქალაქი, დედაქალაქი თბილისი და “მამაქალაქი” ქუთაისი, როგორც მას ადგილობრივები უწოდებენ ერთმანეთისგან 250 კილომეტრით არიან დაშორებულები. არ მახსოვს პირველად როდის დავფარე ეს მანძილი, მაგრამ სკოლის დამთავრების შემდეგ ანუ 7 წელია (რამხელა დრო გავიდა 😦 ) თვეში მინიმუმ ერთხელ მაინც მიწევს დიდუბეში “ჩემო დაიას” მოსმენა და გასვლამდე ხუთ წუთიანი ლოდინი, რომელიც განზომელი დროა და…