ვინ არის შოშანა?!

კითხვაზე “ვინ ვარ მე?!” “უდიპლომო სასიძოს” ცნობილი სცენა მახსენდება.
“-ვინ ვარ მე?
-ჩემი მამიკო.”

ხშირად ვუსვამ ჩემს თავს ამ კითხვას. საინტერესო პასუხებს ვერ ვიღებ, მაგრამ
ფორმალობა ითხოვს და აი, წარმოგიდგენთ:

მე ვარ ბიბი, ზოგისთვის ბიბიკო. ყველა ასე მომმართავს დედის გარდა.
განუხორციელებელი ფერხორციანი იურისტი.
მებაჟე, მაგრამ უფროსი ოფიცერი წერია ჩემს “ბეჯზე”.
ევროპაში ცხოვრებაზე მეოცნებე და ჩემი ქვეყნის თითოეულ გოჯ მიწაზე შეყვარებული.
გამოუსწორებელი ოპტიმისტი, რომელიც ყველას პესიმისტი გონია.
იდეალისტი, რომელიც მცირედითაც კმაყოფილდება.
მოკლედ, დიდი ვერაფერი საინტერესო.
ძნელი ყოფილა საკუთარ თავზე წერა, მითუმეტეს როცა დასაწერი არაფერია და არც წერის ნიჭით გამოირჩევი.

27 thoughts on “ვინ არის შოშანა?!

  1. არადა, პირიქით 🙂 ებაუთ მია ისეთი, რომ არ გიცნობდე, საშინლად დამაინტერესებდა 🙂
    ბოლო ფრაზა მტკნარი ცილისწამებაა.

    • საინტერესო ხარო, რომ მუბნებიან უფრო მსიამოვნებს, ვდრე რა კარგად გამოიყურებიო 🙂

  2. დღეს შემოვიჭერი თქვენს ბლოგზე და ძალიან დამაინტერესეთ!საინტერესოდ:)

  3. მართლაც ძნელია საკუტარ თავზე წერა,მაგრამ მე რომ დავიწყე ვეღარ ვჩერდებოდი,ჯერ მარტო ის დავწერე რაც მიყვარს და უიი იცი რამდენი ყოფილააა??…ზალიან მომწონს შენი ბლოგი და კეთილი იყოს ჩემი მაუსი შენს ბლოგზე…წარმატებებიი 🙂

    • მიხარია ძალიან ყოველი ახალი სტუმარი და განსაკუთრებით მსიამოვნებს, როცა სტუმარი კომენტარს მიტოვებს. 🙂

      მადლობა ძალიან დიდი და ვეცდები საინტერესო იყოს ყოველი შემოსვლა 🙂

  4. ძალიან კარგი ბლოგია 🙂 სიამოვნებით წაგიკითხავთ მომავალშიც.
    ახალი სერიალი როა გოგოებზე, იქ ქვია ერთს შოშანა შაპირო. :))) საოცარი პერსონაჟია. ყველაფერს წესების მიხედვით აკეთებს, სულ ფორმულებით ლაპარაკობს, სახლშიც იდეალური წესრიგი აქვს, საყვარელი და კომიკურია.

    • დიახ, დიახ!
      მეც ვუყურებ Girls :), მაგრამ ჩემი სახელი “უსახელო ნაბიჭვრების” შოშანას გავლენაა 🙂

      მადლობა სტუმრობისთვის :*

  5. შოშანა,შემთხვევით ვნახე თქვენი ბლოგი.ძალიან საინტერესო ბლოგია.თანაც იურისტოც ყოფილხართ,რაც ძალიან კარგია.სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს ბლოგს,როდესაც რათქმაუნდა დრო მექნება.წარმატებებს გისურვებთ..

  6. დასაწყისი მომწონს 🙂 განვაგრძობ კითხვას 🙂

  7. კეთილი იყოს ჩემი მაუსი შენს ბლოგზე 🙂 დაგაფოლოვე და ხშირად გესტუმრები 😉

Leave a comment