რისთვის აგებენ გე(გ)მებს?!

 

“A ship in port is safe, but that’s not what ships are built for.” 

არ მიყვარს დასვენების დღეები.

უფრო სწორად არ მიყვარს პასიური დასვენების დღეები, როცა არაფერს ვაკეთებ. გადაუდებელი რაღაცეები არ მახვევია თავს, არავინ მირეკავს, არავინ მწერს და მთელი დღე ხან საწონლში, ხან დივანზე და ხანაც სამზარეულოში ვკოტრიალობ.

ჰო, მიყვარს როცა საჭირო ვარ, თორემ ეგეთი დღეების გააქტიურებაც შეიძლება.

დღესაც ეგეთი კვირა დღეა.

კი დავალაგებდი ამ სახლს და კარადებს, მაგრამ მერე რა გავაკეთო?  ფილმებსაც ვუყურო? წიგნები წავიკითხო? მაგას ისედაც არ ვიკლებ, მაგრამ სხვა რამის ახსნას ვცდილობ. რეალიზებულად ვთვლი თავს მაშინ, როცა ვინმეს ვჭირდები, როცა ვინმეს ვეხმარები.

მიყვარს ორშაბათი.

სამსახურში გვიანობამდე დარჩენა მიყვარს, თუ საქმე მაქვს, განა მართლა მანიაკი ვარ.

მიყვარს როცა ქალაქიდან გავდივარ და სულ უკვირთ როგორ არ მღლის ამდენი მგზავრობა. მღლის, მხოლოდ ფიზიკურად და ფიზიკური დაღლის აღდგენა 8-9 საათიანი ძილითაც შემიძლია. უშინაარსოდ გატარებული დღის სტრესის აღდგენას კიდევ შეიძლება მთელი კვირაც არ ეყოს.

მგონი წინა ცხოვრებაში თავსაფრიანი დედაკაცი ვიყავი.

უძეგლოდ არ უნდა ვიკარგებოდე. 🙂

წავალ, სახლს მაინც დავალაგებ.

Leave a comment