კონკია რომელიც იცინის

ის არ არის არისტოკრატული წარმოშობის, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია გამხდარიყო პრინცესა. არც ზღაპრული სილამაზე აქვს, მაგრამ შეუძლია საათობით იღიმებოდეს და ეს ყველას დადებითად განაწყობს მისდამი. ღიმილი და მისი ჩაცმის სტილი ადამიანთა უმრავლესობას აფიქრებინებს, რომ ულამაზეისია. თუ მის პრინცესობამდე გადაღებულ ფოტოებს მოიძიებთ, ნახავთ რომ ის სულაც არ იყო იდეალური. ინგლისელები მას Waity Katie-ს (მომლოდინე ქეითი)…

ის არ ატარებს პრადას

 ბევრი ქალი ნატრობს მის ადგილზე ყოფნას ან უბრალოდ იყოს მისნაირი. ის ხომ მართლაც გამორჩეულია.  ქალი, რომელიც იპყრობს შერლოკის ყურადღებას და არა მხოლოდ 🙂  თუ მანამდე მიმაჩნდა, რომ სექსუალურობის მთავარი ნიშანი სხეულის პარამეტრებია, ირენმა დამარწმუნა, რომ მთავარი ჭკუაა.  Brainy’s the new sexy… ბევრი ვეცადე ეს ფრაზა ისე მეთარგმნა, ეფექტურობა არ დაეკარგა, მაგრამ ვერ გამომივიდა. თუმცა ისედაც…

“უწყინარი ტყუილები”

არდადეგები, შვებულება ძირითადად მეგობრებთან ერთად დასვენებასთან და გართობასთან ასოცირდება. ზოგისთვის ეს ტრადიციაა. სწორედ ეს ტრადიცია უდევს სიუჟეტად გიიომ კანეს ფილმს “Les petits mouchoirs” (“უწყინარი ტყუილები”). მაქსი, მარი, ვინსენტი, ერიკი და ლუდო მეგობრები არიან და ყოველ ზაფხულს ერთად ატარებდნენ ზღვის პირას. მორიგი არდადეგების დაწყებამდე  რამდენიმე დღით ადრე, ლუდო უბედური შემთხვევის შედეგად საავადმყოფოში ხვდება. მეგობრები მაინც მიემგზავრებიან…

თამარი

რამდენიმე წლის წინ ჩემი მეგობარი, რომელიც საცხოვრებლად საფრანგეთში გადაბარგდა, ერთ-ერთი საუბრისას სკაიპში, დამპირდა, რომ გააკეთებდა ბლოგს და დაწერდა იქაურ ემოციებზე, რას ნახულობს, რას კითხულობს, როგორ ეგუება და ა.შ. მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა და ინტერნეტ სივრცეს ჩემი ბლოგი შეემატა, არადა მისი ბევრად საინტერესო იქნებოდა. დრო გავიდა. ურთიერთობებიც თითქოს გაფერმკრთალდა. აღარც სკაიპით ვეკონტაქტებით ისე ხშირად. ფეისბუქზე თუ…

კანდინსკი თბილისში

მასზე ბევრი დაწერილა, იწერება და დაიწერება. თუ არ იცნობთ, დაუყოვნებლივ მოიძიეთ ინფორმაცია ვასილი ვასილიევიჩის შესახებ. მას ფერთა ბატონი უწოდა საინტერესო პოსტში ერთმა ცნობილმა ბლოგერმა. არ ვაპირებ ვიკიპედიის სტატიის მსგავსი გამომივიდეს და მისი ბიოგრაფიის მიმოხილვა შემოგთავაზოთ. არა, მე მინდა ჩემი ერთი თითქოს არაფრით გამორჩეული სამუშაო დღის შესახებ  მოგიყვეთ. ვზივარ ჩემს მაგიდასთან თავჩარგული სხვადასხვა დოკუმენტებში, ყველაფერი ერთფეროვანი და მონოტონურია,…

“ოქროს ტვირთი”

ბანალურ შესავალს თავს ავარიდებ და ადამისა და ევას ისტორიის გახსენებით, არ დავიწყებ ორი სქესის ურთიერთობაზე საუბარს. თუმცა მათი ხსენებით უკვე დავარღვიე ეს პირობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, თუმცა ჩვენთან ხშირად არათუ კანონს არ სცემენ პატივს, არამედ ერთმანეთის აზრიც არ აინტერესებთ, რის გამოც ხშირი იყო ქალის გატაცება დაქორწინების მიზნით, ოჯახის…

წელიწადში ერთხელ

საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის 1-ლი ნაწილი თანახმად “დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – არანაკლებ წელიწადში 24 სამუშაო დღით.” მე ყურადღებას გავამახვილებდი  სიტყვაზე “არანაკლებ”,  მაგრამ ამ სიტყვის სრულ უგულებელყოფას აკეთებეს ჩვენი ხელმძღვანელობა, ამ მწვავე საკითხზე სხვა დროს ვისაუბრებ, ახლა კი იმაზე მინდა მოგიყვეთ, რასაც მთელი რუდუნებით ველოდი 1 წელი. ნანატრი, საოცნებო 10 დღიანი შვებ(ულებ)ა.…

Ladies and Gentlemen…

არ ვიცი რამ მიმაღებინა ახლა, ამ დილაადრიან ბლოგის გაკეთების გადაწყვეტილება. ბევრჯერ მიფიქრია ამ თემაზე, სათაურზე, პოსტებზე, მკითხველებზე, მაგრამ ვერცერთხელ ვერ ჩამოვყალიბდი, ვერ გადავწყვიტე. ყოველთვის მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ განსაკუთრებით საინტერესოს ვერაფერს შევთავაზებ ჩემი ბლოგის დამთვალიერებლებს და  მკითხველებს. 🙂 ცნობილი და სასაცილო პოლიტიკური ლოზუნგისა არ იყოს, მე ვიწყებ… :))) დანარჩენს დრო აჩვენებს 🙂