17 რამ ქუთაისელების შესახებ

1. წლების წინ ქუთაისელებმა ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს წერილით მიმართეს, პორტი აგვიშენეთო.
გამოიყო სპეციალური საორგანიზაციო ჯგუფი, რომელსაც უნდა შეესწავლა ქუთაისელების ეს მოთხოვნა.
ჩატარდა წერილის ხელმომწერთა დიდი ჯგუფი გამოკითხვა, თუ რატომ ითხოვდნენ პორტის აშენებას, როცა ქუთაისს არათუ ზღვა არ ესაზღვრება, სანაოსნო მდინარეც კი არ აქვს.
ქუთაისელების ერთსულოვანი პასუხი იყო:
-აბა, თელაველებს კულტურის სახლი რატო აუშენეთო?

2. ბევრ კულტურულ ქუთაისელს ვიცნობ, კულტურისტს – არცერთს.

6186605471_fc324026753. ყველაზე ფოტოგენური  ქუთაისელი “პიკასოს ბიჭია”. მასთან ერთად გადაღებული ფოტო, ყველა იმ ადამიანის ფოტოალბომშია, რომელსაც თუნდაც ერთხელ მაინც გაუვლია თეთრ ხიდზე.

4. ქუთაისში ყველაზე ცნობილი ფოტოგრაფი კი ილოია, რომლის ძეგლსაც არაერთხელ მოატეხეს ცხვირი.

5. ძეგლები პოპულარული თემაა. იპოლიტე ხვიჩიას ძეგლი მესხიშვილის თეატრთან, დები იშხნელები “ბაღის კიდეში”, კონსტანტინე გამსახურდია, აკაკი წერეთელი, გიმნაზიელი ქალი, პიკასოს ბიჭი და კიდევ ბევრი საინტერესო ტიპაჟი.

დავით აღმაშენებლის ძეგლი რომ დაიდგა მოედანზე, ქუთაისელები იმასაც კი ამბობდნენ ლენინის თავები აქვს აღმაშენებლის ცხენს მიკერებული სასქესო ორგანოებადო.

6. კომუნისტების დროს ქუთაისის ქუჩებში მოძრავი მილიციის მანქანას ეწერა: “ვეძებთ ტალანტებს”.

7. ქალაქში, სადაც რობი კუხიანიძე ცხოვრობს, ყველაზე პოპულარული მომღერალი მიხეილ შუფუტინსკია.

8. ყველა ძირითადი ღირსშესანიშნაობა ქალაქის ცენტრშია თავმოყრილი, ამიტომ გადაადგილებაც მარტივია. ყველაზე პოპულარული ავტობუსის ხაზს, რომელიც მთელს ქალაქს უვლის წრეს, პირველი ნომერი ავტობუსია და”წრიული” ქვია.  ქუთაისელები “რგოლურსაც” ეძახიან.

9. ქუთაისში მდებარე ყველაზე ცნობილი ხიდების სახელები საქართველოს დროშის ფერებშია გადაწყვეტილი: წითელი და თეთრი. ამ უკანასკნელის არქიტექტორი კი გუსტავ ეიფელია.

DSCF3268-1024x57610.  ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის (ყოფილი პირველი გიმნაზია) შესასვლელში გაკრულია დიდი აბრა, რომელიც გვამცნობს იმის შესახებ, რომ მისი კურსდამთავრებულები არიან: აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, კირილე ლორთქიფანიძე, სერგეი მესხი, დიმიტრი ნაზარიშვილი, გიორგი ზდანოვიჩი, ალექსანდრე წულუკიძე, ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკო მარი, აკაკი შანიძე, შალვა ნუცუბიძე,  იოსებ ოცხელი,
დიმიტრი უზნაძე, სიმონ ყაუხჩიშვილი,  ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, დავით კაკაბაძე, ნიკო ლორთქიფანიძე, ლეო ქიაჩელი, კოტე მესხი, შალვა ღამბაშიძე, უშანგი ჩხეიძე, ვასილ კიკვიძე, აკაკი ხორავა და სხვ.

11. მე და ნინო ბურჯანაძემ ერთი სკოლა დავამთავრეთ. იმედია, მე უფრო დადებითად გამიხსენებენ ი. ოცხელის სახელობის მეორე საჯარო სკოლაში (ყოფილი მეორე გიმნაზია) ან საერთოდ არ გამიხსენებენ.

12. 1830-იან წლებში ფრანგი მეცნიერი ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე წერდა: „ცხოვრება ქუთაისში წააგავს ძველი ბერძნების ცხოვრებას… ბაზარი აქ არის, ისევე, როგორც ათენში, სიცოცხლისა და მოძრაობის ცენტრალური პუნქტი.” თითქმის ორი საუკუნის შემდეგაც კი ეს ფაქტი არ შეცვლილა. “კეჩის” და “მწვანე” ბაზარი ამ მხრივ განსაკუთრებით პოპულარულია.

13. საღამოს 9 საათიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ფაქტობრივად არ მოძრაობს, სამაგიეროდ წყვილი ნომრების უმეტესობა “ტაქსი გამოძახებითაა”.
ამ რამდენიმე დღის წინ ტაქსი “600”-ით ვმგზავრობდი.
ტაქსის მძღოლმა რეკორდულ დროში და საოცარი პროფესიონალიზმით დამცინცლა პირადი ინფორმაცია. ვისაუბრეთ პარლამენტის თბილისში დაბრუნების იდეაზე, შეუსრულებელ ბიუჯეტზე, “მაღალ” საბაჟო გადასახდელებზე, ემიგრაციაში წასულ ქალებზე და რაზე აღარ.
ვაღიარებ, მართლა სასიამოვნო მოსაუბრე და უშუალო ტიპი იყო. ტაქსიდან ჩასვლის წინ მომიბრუნდა და საოცრად გულწრფელად მეკითხება:
-ეს ყველაფერი გასაგებლარია, მარა ამფერი კაი გოგო ხარ და რაფერ ვერ თხოვრები, ეგი ვერ გევიგე, ჩემო დაია…

921480_10151609018216253_1636860789_o

(c) Parnavaz Pkhakadze

14. ქუთაისში ყველაზე ხშირად “მაკდონალდსიდან” ჩექინდებიან და ის, რომ facebook-ზე ქუთაისი ასეა “K’Ut’Aisi, Tsalkis Raioni, Georgia” მითითებული არამარტო ქუთაისელებს აცოფებს.

გადმოგვხედე, მარკ ცუკერბერგ!

15. თავაზიანობით, რომ განთქმულები არიან, ეს ოპელის მძღოლმაც გაიგო, რომლის მანევრიც ქუთაისელმა პატრულმა “ვერ გეიგო”.

16. ქუთაისელ მარშუტკის მძღოლს შეუძლია გითხრას “5 წუთში გავდივარ”, მაგრამ ეს ხუთი წუთი მინიმუმ ნახევარი საათი გრძელდება მგზავრების მოთმინების ამოწურვამდე.

17. ქუთაისის და ქუთაისელების შესახებ უსასრულოდ შემიძლია ვისაუბრო და მოდით, ამ მარტივ რიცხვზე შევჩერდები.

დანარჩენისმოყოლა, გააგრძელეთ ამ არაჩვეულებრივი სიმღერის ფონზე.

16 thoughts on “17 რამ ქუთაისელების შესახებ

  1. აქაც უნდა დავწერო, რა: როგორ გაპატიო, მესამე სკოლა რომ არ მოიხსენიე, როგორ??? :)))))))))

  2. არ ვივი,მომეჩვენა თუ არა,მაგრამ ჩასაფრებული თვალით დანახულს გავდა ეს ფაქტები და ირონიულს..)

  3. კიდო ერთერთი ყველაზე მაგარი მათემატიკური სკოლა ქუთაისს აქვს საქართველოში ^_^

  4. ეგ ყველაერი კაი,მარა ყველაზე მთავარ შეკითხვას პასუხი არ გაცემია დაიაა აქანე ;დდ

  5. qutaisma daugrdzela vanelebs da lecxumlebs kiseri 😀 anu chasidzebis motivit dediserta gogoebs edzeben qutaisis magal galavnian ezoebshi 😀

    • ჰაჰააა :)))

      უი, ქუთაისური კაზის ამბავი გამომრჩა. მარტო მარჯვნივ რო უხვევდა :)))

  6. თბილისიც რატომღაც დუშეთის რაიონია, თურმე 🙂 ფეისბუქზე.

Leave a comment