“გვერდითი მოვლენების” გვერდითი მოვლენები

ბოლო პერიოდში მიუხედავად ბლოგზე პასიურობისა, ძალიან ბევრი ფილმი ვნახე, რომლებზეც მინდა გიამბოთ, მაგრამ ყბადაღებული უდროობა. სტივენ სოდებერგის ახალმა ფილმმა “გვერდითი მოვლენები” (Side Effects), ისეთი გავლენა მოახდინა ჩემზე, მგონი ყველა წამლის ანოტაცია გადავიკითხე, რაც კი ოდესმე გამომიყენებია. ასეთი კი ბევრია და თან წამლის გვერდით მოვლენებზე ყურადღება არასოდეს მიმიქცევია. მთავარი იყო ის პრობლემა აღმოეფხვრა რა დანიშნულებითაც ვიყენებდი.…

შეჩერდი, წამო! მშვენიერი ვარ!

რამდენიმე დღის წინ ჩემი მეგობრის მიერ facebook-ში განთავსებულმა ფოტომ მიიქცია ყურადღება. ეს ფოტო 1954 წელსაა გადაღებული. მასზე გამოსახულები არიან ეთელ, ჟაკლინ და ჯონ კენედები, სანამ ისინი თეთრი სახლის ბინადრები გახდებოდნენ. აშშ-ს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული წყვილის უამრავი ფოტო არსებობს, მაგრამ ეს უკანასკნელი იმითაა გამორჩეული, რომ ის “სელფშოთია” , ერთგვარი ავტო ფოტოპორტრეტი და ჩვენში ასე გავრცელებული სარკეში…

შამშეს შიშით შავი შაშვი შიშველ შვილებს შამბში მალავს

სათაურის წაკითხვა გაგიჭირდათ? აბა, ხმამაღლა წაკითხვა ცადეთ. 🙂 ვეჭვობ, არც ისე ადვილია. მე კი მისი გამოთქმა უნაკლო მეტყველების პატრონებზე კარგად შემიძლია, მაგრამ ამისთვის რამდენიმე დღიანი დაუღალავი მეცადინეობა დამჭირდა. მიუხედავად ამისა, მე დღემდე საუბრისას “შ” და “ს” ბგერებს ერთმანეთში ვურევ. უფრო მეტიც: ჩვენ ყველანი ხომ სტაჟიორობიდან მოვდივართ. ჰოდა, ოდესღაც მეც ვიყავი სტაჟიორი. დაუღალავი, საქმიანი, ენთუზიასტი. რა…