ტური ბოსფორის სრუტეში

წინა პოსტებში იმაზე ვსაუბრობდი, რომ სტამბული ფეხით სასეირნოდ იდეალური ადგილიათქო, მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო ისიც, რომ გემით სეირნობისთვის არანაკლებ ხელსაყრელია. ბოსფორის სრუტის დათვალიერება არის ის აუცილებელი ტური, რომელიც სტამბულში აუცილებლად უნდა ნახო. მას ყველგან გთავაზობენ. ფასები სხვადასხვა და ტურის ხანგრძლივობაც. ვინაიდან დრო ცოტა გვქონდა და თან ფინანსების დაზოგვაც გვინდოდა სტანდარტული 12 ლირიანი ტური ავირჩიეთ,…

საჩუქარი ფამუქისგან

ვისაც ფეხით სეირნობა უყვარს, მათთვის სტამბული სამოთხეა. პატარა ვიწრო ქუჩები, გაზულუქებული და მზეზე მიფიცხებული კატები, ლამაზი სახლები, ნაირ-ნაირი მაღაზიები. დადიხარ და არ იღლები. მოლას ლოცვის ხმას ქუჩის მუსიკოსები ცვლიან, რომლებიც მრავლად არიან, თითქმის ყველა ქუჩის კუთხეში და მოედანზე. არ მახსოვს, დილით რა დროს გავედი სახლიდან. ასე მგონია მთელი სტამბული შემოვიარე ფეხით. სულთან აჰმედიდან ტაკსიმამდე ფეხით გავედი.…

თარგმანში დაკარგული

მე ის გოგო ვარ, “სტარბაქსის” ყავა გასინჯული რომ არ ჰქონდა, მაგრამ გიჟდებოდა მასზე. როგორც პირველ კოცნას, ისე ველოდებოდი მწვანე ლოგოიანი ჭიქიდან ამოსული სურნელის შეყნოსვას და მასზე ჩემი ტუჩების შეხებას. უკეთეს ადგილს ვერ ვინატრებდი, სტამბულის ამ უბნიდან მარმარილოს ზღვას, ტოპკაპს, ლურჯ მეჩეთს და აია სოფიას გასცქერი. ველოდი რაღაც აღმატებულს, გასაოცარს და სისხლძარღვების გამაფართოებელს. საგულდაგულოდ გამოვეწყვე.  მოკლე…

ბიჭუნა ველოსიპედით

რეფერატს ვამზადებდი შვილების და მინდობით აღზრდის ინსტიტუტზე ამ რამდენიმე ხნის უკან, თან სანახავი ფილმების დიდი სიისკენ ვაპარებდი თვალს. ბელგიელი ძმების ჟან-პიერ და ლუკ დარდენების ახალი ფილმის “ბიჭუნა ველოსიპედით” (The Kid with a Bike) , ის იდეალური შემთხვევა იყო, როცა სასარგებლო და სიამოვნო ერთმანეთს შევუთავსე. ბელგია-საფრანგეთის ერთობლივი ნამუშევარი კანის კინოფესტივალის გრანპრის მფლობელი გახდა, ხოლო ოქროს გლობუსზე ნომინირებული…

უმანკო სმსების მუზეუმი

“Don’t use the phone. People are never ready to answer it.” Jack Kerouac  პირველი მობილური ნათლიამ მაჩუქა ათი წლის წინ. ოქროსფერი, გასაშლელი, ციცქნა, რომლიც მარკა დღემდე არ ვიცი, იმიტომ რომ არ ეწერა და არც მაინტერესებდა. ისეთი არავის არ ქონდა. შუაზე გადალეწილი და უკიდურესად დაფხაჭნილი დღემდე ინახება ჩემი მშობლების სახლში, რომელიღაც უჯრაში. ბალის აბონენტობამ განაპირობა უფრო მეტად, რომ…