ვახშამი ტიფანისთან, ოსკაროსანი ჯენიფერი და ნიკოლსონის კომპლიმენტი

ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვედრაზე სულ გია ფერაძის ფრაზა მახსენდება ფილმიდან “არასერიოზული კაცი” : – ის, ჩვენი მეზობელი რომ არის, დარია თუ ავდარია… აი, მაგისთანების წყალობით მოვხვდი ფსიქიატრიულ კლინიკაში. პატრიციო სოლიტანო ან უბრალოდ პეტი ფსიქიატრიულში მოხვდა, ოღონდ ცოლის ღალატზე წასწრების გამო. მიუხედავად რვა თვიანი მკურნალობისა, სტივ ვანდერის “My Cherie Amour” , რომელიც მის ქორწილს და შემდეგ ღალატის სცენას…

“Never Let Me Go”-მ რა ჰქმნა?!

მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში, როცა მედიცინა ძალზედ განვითარდა და ადამიანების სიცოცხლის საშუალო ასაკმა 100 წელს მიაღწია, ინგლისის ერთ-ერთ პანსიონატში ჰეილმში ბავშვებს მომავალ დონორებად ზრდიდნენ. ისინი იზრდებოდნენ იმისთვის, რომ მომავალში მათი ორგანოებით სხვების სიცოცხლე გაეხანგრძლივებინათ. ჰეილმის მკვიდრი სამი ბავშვის: ქეითის, რუთის და ტომის შესახებ წერს იაპონური წარმოშობის ინგლისელი ნოველისტი კაცუო მიშიგურო თავის მოთხრობაში “არასოდეს მიმატოვო” (Never…

UMA2RMAH, უმა თურმანი და ტარანტ(კ)ინო

გუშინ საღამოს თბილისის “ივენთ ჰოლში”  Uma2rmaHმა შეასრულა თუ არა ჩემი უსაყვარლესი სიმღერა “Ума Турман” არ ვიცი. მაგრამ მე მთელი საღამო ვღიღინებდი: “Я так ждала тебя, Вова” და სერგეი, მაგრამ იმ ფაქტმა რომ გამოცდების მაქვს, ბეევრი სამეცადინო, რამდენიმე დღით ადრე გავიგე თქვენი ჩამოსვლის ამბავი , ბილეთ(ებ)ს ვერ ვიშოვიდი და ფულიც ფაქტობრივად აღარ მაქვს, შემიშალა ხელი რომ მოვსულიყავი. ვაღიარებ, მხოლოდ ბოლო მიზეზი…

სპეციალურად ვივიენ ვესტვუდისგან

რამდენიმე დღის წინ NET-A-PORTER-ს ვათვალიერებდი და როცა ამ კაბას გადავაწყდი, ჯერ თვალები დავხუჭე, მერე ისევ გავახილე, მერე კარგად მოვიფშვნიტე და დიდი ხანი დამჭირდა იმის დასაჯერებლად, რომ ეს ნამდვილად ვივიენ ვესტვუდის ცნობილი საქორწილო კაბა იყო, რომელიც კერი ბრედშოუს თავის გრანდიოზულ ქორწილში ეცვა. ქორწილის დეტალები არავის ახსოვს. პრინციპში ქორწილი ჩაიშალა, თუმცა არ მეგულება არცერთი მაყურებელი, რომელსაც ეს სერია…

და და და ანუ როცა დები ვხდებით

თავდაპირველად ტანსაცმელი რომელიც მე მიპატარავდებო-და, მას აცმევდნენ. მერე ორივეს ერთი ზომა გვერგებო-და და მაინცდამაინც იმას იცმევ-და, რისი ჩაცმაც მე მინდო-და და მეც იგივენაირად ვიქცეოდი. მერე დრო გავი-და. ისე მალე, რომ ბევრი ჩხუბი მოვასწარით და უფრო ნაკლები სითბოს გამოხატვა ერთმანეთის მიმართ. მიუხე-და-ვად იმისა, რომ ჩემს ტორტზე ყოველთვის ორი სანთლით მეტი ანთია, ვიდრე მისაზე, ის ჩემზე ორი…