მექსიკური შობის ვარსკვლავი

მეგობარს უნდა შევხვედროდი კოლმეურნეობაზე, ტრადიციულად აგვიანებდა და მეც დროის გასაყვანად ყვავილების ბაზრობისკენ გავუხვიე. იქ სეირნობა მირჩევნია “თბილისი მოლის” ან პეკინის მაღაზიების თვალიერებას. კუთხეში ცოცხალ მცენარეებს ყიდის ერთი კაცი, მიუხედავად იმისა რომ არაერთხელ გვისაუბრია მცენარეებზე, მიყიდია რამდენიმე მათგანი და ბევრი რჩევა მიმიღია, სახელი არასოდეს მიკითხავს. ახლაც გულთბილად მომესალმა. მე ჩემი იების მოწყენის ამბავი შევჩივლე, დამარიგა, ამიხსნა,…

დანიელი “პილიგრიმები”

1983 წელს დანიის ქუჩებში გამოჩნდნენ დანეს ანემეტ მარკვადი და თომას ადამსენი. ისინი როკ ფესტივალებზე და თავშეყრის ადგილებში თავიანთი ხელით შექმნილ ბიჟუტერიას ყიდდნენ. ასე დაიბადა დანიური ბიჟუტერიის ცნობილი ბრენდი PILGRIM. მისი დამფუძნებელები დღემდე მუშაობენ “პილიგრიმის” სათაო ოფისში დანიის პატარა  ქალაქ სკანდებორგში. პილიგრიმის უნიკალურობა იმაში, რომ მისი ყოველი ნივთი ხელნაკეთია, ხელითაა შესრულებული ძირითადი ნახატები და დეტალები, დახვეწილი,…

ტობი მაგუიარი სპაიდერმენობამდე და შიშველი შარლიზ ტერონი

ჰომერ უელსი ობოლთა თავშესაფარაში იზრდება. მას სახელი ექიმმა ლარჩმა ჰომეროსის და უელსის საპატივცემულოდ დაარქვა. ჰომერის შვილად აყვანაზე ერთმა ოჯახმა მხოლოდ იმიტომ თქვა უარი, რომ ბავშვი არ ტიროდა, ხოლო მეორე ოჯახი ცემისგან სულ ტირილსი ამყოფებდა. სენტ-კლაუდის ობოლთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა ექიმმა ლარჩმა მისი გაზრდა საკუთარ თავზე აიღო. ასწავლიდა ყველაფერს, რაც თავად იცოდა და ის იქცა სხვა ობლების…

7 + 1 ფსიქოპათი

ფილმის შესახებ რომ დავწერო ან დიდი ხნის წინ უნდა მქონდეს ნანახი და ვიხსენებდე, ან ახალი ნანახი და ემოციების გადმოცემა მინდოდეს. რაზეც ახლა მინდა გიამბოთ, დიდი ხანი ვცდილობ აზრები დავალაგო, მსგავსება და პარალელები სწორად აღვნიშნო, მაგრამ ვერა და ვერ მოვახერხე. ტარანტინოს სიყვარული ვახსენე თუ არა აქამდე, არ მახსოვს. თუმცა ჩემი ბლოგის სახელი ამაზე ხაზგასმაა. შოშანა “უსახელო…

ქორწილი კინოთეატრებში

“ჩემი ცოლის დაქალების” მორიგი სერიის დასრულების შემდეგ “ჩემი ცოლის დაქალის ქორწილის” დაანონსებას, ირაკლის ცოლი და მისი დაქალები ერთად განვიხილავდით. მოუთმენლად და დიდი ინტერესით ველოდებოდით 10 იანვარს და არა მარტო ჩვენ. ირაკლიც კი, რომელსაც მიაჩნია რომ სულ ცოლის დაქალები აქვს კვირაში ორჯერ ეკრანზე და დანარჩენს დღეებში ლაივში, თანახმა იყო ჩვენთან ერთად წამოსულიყო კინოში და არც ცოლის…

გონება, გრძნობა და ორი ჰიუ

ზოგადად არ მიყვარს, არ მჩვევია ერთი ფილმის ორჯერ ნახვა, მაგრამ არსებობს ფილმები, რომლებიც იმდენად დიდი ხნის წინ მაქვს ნანახი, რომ აღარც მახსოვს. უფრო სწორად მახსოვს რომ მომეწონა, მაგრამ ვერ ვიხსენებ კონკრეტულად რა. შედეგად ხან გონება ჯობნის, ხან გრძნობა და ვრთავ ფილმს, რომელსაც ვგრძნობ რომ კარგია ანდა მისი ნომინაციებიდან გამომდინარე გონება მკარნახობს, რომ კარგი უნდა იყოს.…

რა აკავშირებთ გრეის კელის და ჯეინ ბირკინს?

ფულის დაზოგვის ეშმაკურ ხერხს მივაგენი. რაც მეტი ჩანთა მაქვს, მით მეტი ფული მენახება. ეგ როგორო, გაიკვირვებთ. მარტივად. როდესაც ერთი ჩანთით მეორეს ვცვლი, მასში აუცილებლად მრჩება ხურდები, რომლებსაც საფულით არ ვატარებ. შემდეგ შეცვლაზე მეორე ჩანთაშიც მრჩება ცოტა ფული, შემდეგ მესამეში და ა.შ. რაც მეტია ჩანთა მით უკეთესი. ხელფასამდე ერთ კვირის გაძლება ჩემთვის დიდ სირთულეს აღარ წარმოადგენს,…

სიყვარული (რუსული) აქცენტით

რიცხვი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ოქტომბრის ბოლო იყო. მეგობარმა დამირეკა და უკვე შეჩვეული დარიგებების და სინდისზე შეგდებების ” ასე უნდა დაიკარგო? სულ არ გიყვარვარ. მოიცალე ჩემთვის” შემდეგ, დავპირდი რომ ვნახავდი და აუცილებლად ამ საღამოსვე. მანაც კარგიო, დავსხდეთ სადმე და ვისაუბროთო. მეთქი სიამოვნებით, მეც ისე მომენატრე, ისე ძალიან მიყვარხარ და ისე ძალიან მჭირდები, გნახავ აუცილებლად რაც…

და მე ბედად…

დღეს 2 იანვარია. დილის 8 საათზე  ხმაურმა გამაღვიძა. ბებია ებუზღუნებოდა ბაბუას “ე, ბოშო, ნუ დაბრახუნობ ოთახში, ბავშვს არ გაეღვიძოს”. ბავშვი მე ვარ. ბაბუას ბრახუნი არც გამიგია, ბებოს ხმადაბალმა ჩხუბმა გამაღვიძა. როგორც კი გვერდი ვიცვალე ძილის გასაგრძელებლად, ბებო ჩამომიჯდა ლოგინზე: – გაიღვიძე, ბებო? შენ გენაცვალე მე. ჩურჩხელა გინდა, ბებო? ყავა დაგისხა? -არა, ბე. -რა იყო, შვილო,…