ორი დღით პარიზში

ორი წლის მანძილზე, იმ გამოთქმისა არ იყოს, კაპიკს კაპიკზე ვადებდი, ჩემი ოცნების ქალაქში, პარიზში წასასვლელად. ორი წლის შემდეგ ჩემმა დანაზოგმა შეადგინა თანხა, რომლითაც ძირეული გა(მო)თვლებით მხოლოდ ორი დღე თუ შევძლებდი პარიზში ყოფნას. ფაქტობრივად გადაწყვეტილი მქონდა წასვლა.  მეთქი ორი დღეც მეყოფა, მაგრამ მერე გადავიფიქრე და მაგისტრატურაში სწავლის გადასახადი გადავიხადე იმ ფულით. ამ პერიოდში ვნახე ფილმი “2…

ორნამენტი რაც შეიძლება მეტი

სეზონის ცვალებადობასთან ერთად იწყება ფიქრი გარდერობის გადახალისებაზე და ყველა ცდილობს სეზონის რაღაც დამახასიათებელი, “მასთ ჰევი” სამოსი, მოდის ტენდენცია შემატოს  მას. წლევანდელი შემოდგომის ერთ-ერთი “მას ჰევი” არის მიდი,  იგივე ფენსილები, მუხლამდე ტანზე მომდგარი ქვედაბოლოები. თბილისის მაღაზიებში აქტიურად შენიშნავთ, თუმცა ჩემი უდროობიდან გამომდინარე მაღაზიებში სიარულისთვის საერთოდ არ მცალია და ამ დანაკლისს ონლაინ მაღაზიების თვალიერებით ვივსებ. ზოგადად ძალიან…

ნეტავ…

რამდენჯერ მიფიქრია, ნეტავ ასე არ მომხდარიყო და სხვანაირად მოვიქცეოდი, ნეტავ არ დამეკარგა და უფრო გავურთხილდებოდი, ნეტავ… ამ მოვლენის გამოსახატავად თითქმის ყველა ენაში არის დროის სპეციალური ფორმა. ქართულში კი კავშირებით კილოს ვუწოდებთ. როცა მას ვიყენებთ, ჩვენს ნათქვამს წყალი არ გაუვა, არადა წყლები უკვე დაღვრილი აქვს. მოსახდენი მომხდარია, მაგრამ მაინც ვამბობთ “ნეტავ”… გრამატიკულ წიაღსვლებზე სულაც არ ვაპირებ…

კასანდრას (სისხლიანი) ოცნება

სიტყვა, რომლის გამოყენებასაც უკვე ვერიდები, პოლიტიზირებულობა რომ არ დამბრალდეს, აუცილებლად უნდა ვიხმარო ერთ ფილმთან დაკავშირებით. “კასანდრას ოცნება” – ვუდი ალენის 2007 წელს გადაღებული ფილმი, 2005 წელს გადაღებული “მატჩ პოინტის” ერთგვარი იდეური გაგრძელება. ჰო, აქვე ვდებ პირობას, რომ ამ უკანაკნელზეც აუცილებლად დავწერ. ისტორია ორ ძმაზე, იანზე (ევან მაკგრეგორი) და ტერიზე (კოლინ ფარელი), რომლებიც შეიძენენ იახტას, თავიანთი…

შეუფასებელი რკინა

მეცადინეობისას და სამსახურში, როცა დაღლილობა პიკს აღწევს, ხშირად მივმართავ შოკოლადთერაპიას. გაუცნობიერებლად, არ ვიცოდი რატომ, მაგრამ ძალიან ეფექტურია. ტვინს თითქოს რაღაც სიგნალი გადაეცემა და მუშაობის რეჟიმს უბრუნდება. არც ის ვიცოდი თუ რატომ ხდებოდა, ჩემს ბევრ თანატოლს სასკოლო ზურგჩანთაში ვაშლი რომ ედო. ვერ ვაცნობიერებდი მაშინ, ახლა კი მე თავად ვუდებ ჩემს პატარა ბიძაშვილს ჩანთაში ვაშლს ან სხვა…

მოხსენებითი პოსტი

შოშანას კონტროლის ზონის ყველა მკითხველს ამავე კონტროლის ზონის ბლოგერის შოშანას მ ო ხ ს ე ნ ე ბ ი თ ი     პ ო ს ტ ი მოგახსენებთ, რომ წიგნების მაღაზიაში ერთ-ერთი სტუმრობისას, თაროზე შევნიშნე თხელი, პატარა, ყვითელყდიანი წიგნი, რომელზეც რაღაც მისამართები ეწერა. უკანა გვერდის ყურადღებით დათვალიერების შემდეგ, აღმოვაჩინე რომ ეს სულ სხვადასხვა ქალაქების…

ბეჭდების მოდის მბრძანებელი

თუ მოდურ ბლოგებს ათვალიერებთ ან მეგობარი გყავთ თანამედროვე ტენდენციებთან ფეხაწყობილი ან თავად ხართ ასეთი, აუცილებლად შენიშნავდით ვინმეს ხელზე, უფრო სწორად რომელიმეთითზე ან რამდენიმეზე ერთბაშად, მინანქრის მასიურ, ფერადთვლიან, წაგრძელებულ ბეჭედს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბეჭედი Yves Saint Laurent-ის 2009-2010 კოლექციიდანა, დღემდე აქტუალური და “must have” აქსესუარია მოდის მიმდევართათვის და არამარტო. განსაკუთრებით პოპულარული ფირუზის თვლიანია, მიუხედავად იმისა რომ…