ჩემი 2012

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად რეალური და ვირტუალური სამყაროს მოიცვა წინა წლის შეჯამებამ. რას აჯამებენ მაინც ვერ ვხვდები, ცხოვრება ხომ გრძელდება? უბრალო სტატისტიკისთვის მეც მოვყვები, თუ რა ჩავიდინე 2012 წელს. ჩემი სისულელეების რაოდენობა ალბათ 2012-ზე ბევრად მეტია და არ დავიწყებ მათ ჩამოთვლას. პირველ რიგში გავბლოგერდი 🙂 დღემდე ვერ აღვიქვამ თავს ამ ამპლუაში სრულყოფილად, მაგრამ აღსანიშნავია რომ…

ტიმოთი გრინის უცნაური ისტორია

საღამოს ფილმის ნახვა ჩემთვის ისეთი სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც დილით ახალგაღვიძებულზე ცხელი ყავა, მაგრამ ამ უკანასკნელის განხორციელება ბევრად ადვილია ჩემთვის, ვიდრე პირველის. ყოველ საღამოს მაქვს მოლაპარაკებების გრძელი რაუნდები, ერთ-ერთი კომპიუტერის ან უკიდურეს შემთხვევაში ტელევიზორის დასათმობად. ეს ბევრად ძნელია, ვიდრე მოლაპარაკებები ტერორისტებთან, საერთაშორისო დამნაშავეებთან, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებასთან და სხვა რთულ შემთხვევებთან. საბოლოოდ კომპრომის ვაღწევთ და რომელიმე საბავშვო…

ცხოვრება სხვების ცხოვრებით

დიდი ხნის მანძილზე ვებრძოდი ჩენში გაჩენილ ბლოგერობის სურვილს. რამდენიმე თვე, წელიწადზე მეტი ვფიქრობდი, ვაყალიბებდი, დიზაინს ვარჩევდი, სახელს ვიგონებდი, ვფიქრობდი როგორი უნდა ყოფილიყო, ხან რას ვუწუნებდი, ხან რას და ბოლოს ექპრომტად, ერთ დღეს, რომ მეგონა გადავიფიქრე, ვორდპრესზე დავარეგისტრირე “justBBiswatchingyou”. იდეა მოულოდნელად, წამებში დაიბადა. ჩემს მეგობარს ვეუბნებოდი ნიშნისმოგებით, გუშინ აქ და აქ, ამა და ამ დროს, ამასთან…

ყოველთვის აქტუალური ანუ ფილმი შობაზე

ტემპერატურის კლების პროპორციულად იმატა იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც დასვენების დღეების გატარებას შინ ამჯობინებენ. რა უნდა აკეთო სახლში?  დაალაგო შენი ნივთები და აურიო ოჯახის წევრებს. სადმე მყუდროდ მოკალათდე და წიგნი წაიკითხო ან ოჯახის წევრებს წაუკითხო ლექცია, იმის შესახებ რომ შენც გაქვს დასვენების უფლება და კარგი იქნებოდა, თუბალეტით  დაკავდებიან შენი შინ ყოფნის დროს ანუ ფეხის წვერებზე ივლიან…

იარეთ მაღალ ქუსლებზე

დღეს საღამოს ჩემი მეგობარი, რომელსაც ლამის ჩემი სიმაღლის ტოლი ფეხები აქვს, რაღაცატომ მაღლებით გამომეცხადა. მიუხედავად ჩვენი მრავალწლიანი მეგობრობისა, მაღლებზე შემდგარი არასოდეს მინახავს. ჯერ ერთი ისედაც მაღალია და თან ძალიან აქტიური და მოძრავია. დღეს ასე რატომ გადაწყვიტა, ბოლომდე ვერ ჩავწვდი და თან ასე ჩაცმულმა მარჯანიშვილის მოედნიდან თამარ მეფის ქუჩამდე ჩასეირნება რომ შემომთავაზა, ცოტა არ იყოს შევკრთი.…

ჩემი ყოველდღიური კოშმარი

რამდენი საათიც არ უნდა მეძინოს, რა დღეც არ უნდა თენდებოდეს, ყოველთვის ერთ სიზმარს ვხედავ. უფრო სწორად სიზმის დასასრულია ერთნაირი. უცებ მახსენდება, რომ სამსახურში მაგვიანდება  და ვიღვიძებ. ხშირად სულაც არ მაგვიანდება, ისეთ დროს მეღვიძება, მაგრამ ისე მაქვს თავში ჩაბეჭდილი, ისე მაქვს გათავისებული, თუ რამდენი პრობლემა შეიძლება მოყვეს დაგვიანებას, რომ მექანიკურად ვდგები, ვწესრიგდები და საათს, რომ დავხედავ…