პატარა შავი (ტყავის) კაბა

ბევრი იწერება და უფრო ბევრს ხედავთ ალბათ სეზონის ტენდენციაზე, ტყავის აქსესუარებზე. თუ ცნობილი ბრენდების კოლექციებს გადაათვალიერებთ ან ინტერნეტში ფეშენბლოგერების ლუქებს, ყველგან გადააწყდებით ტყავის შავ ქვედაბოლოებს, რომლებიც ჩემი აზრით ლამაზი და სექსუალურია. ის უხდებათ როგორც თინეიჯერებს, ასევე საქმიანი სტილის მოყვარულებს. გთავაზობთ რამდენიმე ლუქს და შესაბამისი კაბის შესაძენად საჭირო ინფორმაციას.  H&M-ის ტყავის შავი პრიალა ქვედაბოლო. მისი შეძენა აქ შეგიძლიათ. H&M…

მავნე ბოლი

რამდენიმე დღის წინ ეთოს პოსტი წავიკითხე და მას შემდეგ სულ მინდოდა საზოგადოებაში ორაზროვან მეორე მოვლენაზე, მწეველ ქალზე დამეწერა. ზაფხულობით მეზობლად ერთი ქალი ჩამოდიოდა და დედამთილს რომ არ დაენახა, უბნის გოგოებთან ერთად სასეირნოდ გამოდიოდა და ჩუმად ეწეოდა. მე ეს ისე მიკვირდა და ისე ცუდი წარმოდგენა მქონდა მასზე, ახლა მრცხვენია 🙂  რაღაცატომ ქალი სიგარეტი,დაუშვებელი თავხედობა და სირცხვილი იყო,  ოჯახში…

შავ-თეთრი მანჰეტენი

ამ ფოტოკოლაჟიდან ნებისმიერი მათგანის ნახვისთანავე ხვდები რა ადგილია, მიუხედავად იმისა ხარ თუ არა ნამყოფი იქ. დიახ, ეს ის ადგილია სადაც ცხოვრება ჩქეფს და არასოდეს ნელდება. ათასი ჯურის ადამიანით, გადატვირთული ქუჩებით, ნაირ-ნაირი სახლებით და ბევრი შუქნიშნებით.  ნაკლებად მეგულება სადმე მანჰეტენზე მრავალფეროვანი ადგილი, მაგრამ არსებობენ ადამიანები რომლებიც მას შავ-თეთრ ფერებში წარმოიდგენენ. ასეთია 42 წლის ისააკ დევისი. მწერალი,…

ახალი ამბავი გაიგეთ?

წარმოიდგინეთ სიტუაცია: გრძელი ოთახი, სადაც 16 სამუშაო მაგიდა დგას, 16 კომპიუტერი, ამდენივე პრინტერი, ტელეფონი, სკანერი, კალკულატორი და უზღვავი რაოდენობით დოკუმენტები, რომლებიც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა და მათი  კამერალური შემოწმება ძირფესვიანად სწორედ ამ ოთახში ხდება. ამისათვის აუცილებელია გონებრივი მობილიზება, მშვიდი გარემო, წყნარი თანამშრომლები… მაგრამ მონოტონური, ერფეროვანი სამუშაო ზოგჯერ ძალიან მოსაბეზრებელია, ზოგჯერ კი არა ყოველთვის. შეიძლება გაგიჟდე კიდეც და…

როცა დედა გავხდები…

რამდენიმე წლის წინ, პატარა ამბიციური გოგო რომ ვიყავი და დიდ იმედებს ამყარებდნენ ჩემზე, ერთ სატელევიზიო ინტელექტუალურ თამაშში მივიღე მონაწილეობა. წამყვანს ტრადიციული კითხვა ქონდა ხოლმე მონაწილეებთან “რა გინდათ რომ გამოხვიდეთ/გახდეთ?”. იყო პროფესიების რახარუხი. იურისტი, ბანკირი, ექიმი, ბიზნესმენი და ა.შ. არ ვიცი იმ ადამიანებმა მიაღწიეს თუ არა მიზანს, ზოგმა ალბათ შეცვალა არჩევანი, მაგრამ მე ისევ იგივე მიზანი…

Christian Louboutin

თუ გუგლში ჩაწერთ Christian Louboutin და მისცემთ სურათების ძიებას, შედეგად მიიღებთ ქალის ფეხსაცმელებს, მაგრამ ვერსად ვერ ნახავთ თავად ლაბუტინის სურათს. არადა კრისტიან ლაბუტინი რეალური პიროვნებაა. ეს ის შემთხვევაა, როცა ადამიანის სახელი მის მიერ სექმნილ ნივთთან ასოცირდება. გილიოტინა ყველამ იცის, მაგრამ ის რომ ჯოზეფ გილიოტინმა შექმნა – ცოტამ. ასევეა ლაბუტინი. წითელძირიანი, წვრილქუსლიანი, სამკუთხედცხვირიანი, დახვეწილი, ყველა ქალისთვის საოცნებო…

რა ფერია წვიმა?

ადამიანთა უმრავლესობისთვის წვიმა დეპრესიასთან, მარტოობასთან, მოწყენილობასთან ასოცირდება. მე მიყვარს წვიმა. ჩემთვის წვიმიანი დღე არ არის პირქუში და მუქ ფერებში. მხატვარი რომ ვყოფილიყავი, რა ფერებში დავხატავდი ნეტავ წვიმას? მაგალითად ბელარუსული წარმოშობის ებრაელი მხატვარი ლეონიდ აფრემოვი წვიმას ხალისიან ნათელ ფერებში გამოხატავს. არა მხოლოდ წვიმას, წყალსაც, ღამესაც… უცნაურად კი დავიწყე, მაგრამ აფრემოვზე მინდა მოგიყვეთ. ის რუსი ებრაელი. ბელარუსიაში…

Mulberry spring/summer 2013

თავიდანვე ვიტყვი, რომ მოდის მიმომხილველობაზე არ მაქვს პრეტენზია, უბრალოდ მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო ერთი ინგლისური ბრენდის ახალ კოლექციაზე. London Fashion Week-ზე რომელიც სექტემბრის შუარიცხვებში გაიმართა ბევრი საინტერესო ჩვენება იყო წარმოდგენილი. მათ შორის კი გამოვარჩევდი Mulberry-ს. არ მეგულება ქალი (არც კაცი) ვისაც ამ ბრენდის ჩანთა არ მოწონებია. Mulberry 1971 წელს დაარსდა ინგლისში და ცნობილი სწორედ ქალის…

დღეს რა ჩავიცვა?!

სამსახურში ვატარებ ფორმას, ვერ ვატარებ სამკაულებს და მკვეთრ მაკიაჟს, თუმცა ამ უკანასკნელს არც ვიყენებ იშვიათი გამონაკლისების გარდა, მიუხედავად ამისა არ მახსენდება დილა როცა არ მიფიქრია “დღეს რა ჩავიცვა?”. გამოვიპრანჭები საგულდაგულოდ სულ რაღაც 30-35 წუთით. ეს დრო მჭირდება სამსახურში მისასვლელად და იმდენივე უკან დასაბრუნებლად, თუ სადმე არ გადავუხვიე. არც შოპაჰოლიკი ვარ, არც მაღალი მოდის მოტრფიალე. არა,…

პლიუსები და მინუსები

რაც მახსოვს ვატარებ სათვალეს და არ მახსოვს ადამიანი, ვისაც არ უკითხავს “პლიუსია თუ მინუსი?” არ მახსოვს პირველად როდის გავიკეთე სათვალე, სამაგიეროდ მახსოვს როგორი იყო. მამამ მომიტანა თეთრ ჩარჩოიანი, ნაზი, ბავშვური სათვალე, ყურებთან წითელი და ლურჯი გულები ქონდა. გამოვართვი, მოვისინჯე, მოვიხსენი, სათუთად დავკეცე და კარადაში შევინახე. ჭურჭელს რომ ინახავენ, ისეთ კარადაში, გამოსაჩენ ადგილზე დავდე. მეგონა მისი…