რატომ უნდა (ვ)უყუროთ “ღამის მენეჯერს”

დიდი შესვენების პერიოდში, როდესაც ყველა ჩემი საყვარელი სერიალი შეჩერებულია ან უბრალოდ დასრულდა, ერთგვარი შვებასავით გამოჩნდა BBC One-ის ახალი მაღალ ბიუჯეტიანი, მძაფრსიუჟეტიანი “ღამის მენეჯერი” (The Night Manager).

1620 (1)

ჯონ ლე კარეს ამავე სახელწოდების თრილერის ადაპტაციაზე თავად ავტორმა The Guardian-ს განუცხადა, რომ მოსწონს ფილმი, მიუხედავად იმისა რომ მისი სიუჟეტი წიგნს არ ემთხვევა. ეს ფაქტი სერიალს კიდევ მეტ ინტრიგას მატებს. ცნობილია, რომ მისი ფინალი ორიგინალისგან განსხვავებული იქნება.

ჯონ ლე კარეს შესახებ ბევრს არ მოგიყვებით. ის თანამედროვე მწერლობაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული დეტექტივების ავტორია და მისი ნაწარმოებების რამდენიმე ეკრანიზაცია არსებობს.

პირადად ჩემთვის “ღამის მენეჯერით” დაინტერესება ტომ ჰიდლსტონმა და ჰიუ ლორმა განაპირობა. ექიმი ჰაუსი ინგლისელი ინტელიგენტია, რომელიც იარაღით ვაჭრობს და ათასგვარ ინტრიგაში მონაწილეობს. მისი დიდი წვლილია ეგვიპტის “არაბულ გაზაფხულში”. სწორედ აქ გადაიკვეთა იარაღებით მოვაჭრე რიჩარდ როუპერისა და სასტუმროს ღამის ადმინისტრატორის ჯონათან პაინის (ტომ ჰიდლსტონი) გზები.

 

ყოფილი ბრიტანელი ჯარისკაცი, რომელიც მონაწილეობდა 2003 წლის ერაყის ომში, კაიროს სასტუმროში მუშაობს. ის მარტოსული, სანდომიანი და ძალიან სიმპათიურია და მოულოდნელად ეხვევა რიჩარ როუპერის დაუნდობელ ქსელში საყვარელი ქალის გამო. მოვლენების ელვის სისწრაფით და თავბრუსდამხვევად ვითარდება.

ამბობენ, რომ ჰიდელსტონი შესაძლოა მომავალი ჯეიმს ბონდი იყოს. “ღამის მენეჯერი” იდეალური გენერალური რეპეტიცია იქნებოდა ამისთვის, თუმცა პირადად ჩემთვის ჯეიმს ბონდის არცერთი ნაწილი ასეთი საინტერესო და დამაინტრიგებელი არ არის, როგორც “ღამის მენეჯერი”, უფრო სწორად არცერთი ჯეიმ ბონდი არ არის ტომ ჰიდლსტონზე სიმპათიური.

Tom-filming-The-Night-Manager-tom-hiddleston-38539057-1280-847

სერიალის ყველა დეტალი საოცარი დახვეწილობითაა შერჩეული. დასაწყისიც კი გხიბლავს, სადაც ძვირფასეულობა იქცევა ტყვიებად.

ჰო, კიდევ ერთი დასაფასებელი დეტალი, რის გამოც ამ სერიალს ვუყურებ. მისი რეჟისორი ქალია და ერთ-ერთი მთავარი გმირი, ბრიტანელი აგენტი ქალი, რომლის როლსაც ოლივია კოლმანი ასრულებს, წიგნში კაცია.

სულ მარჯვნივ რეჟისორი თავის ოქროებთან ერთად 🙂

“ღამის მენეჯერში” ბევრი საინტერესო ქალი პერსონაჟია, თუმცა მამაკაცები ძალიან სიმპათიურები არიან. ერთი განსაკუთრებით.

86568

3 thoughts on “რატომ უნდა (ვ)უყუროთ “ღამის მენეჯერს”

Leave a comment