ტური ბოსფორის სრუტეში

წინა პოსტებში იმაზე ვსაუბრობდი, რომ სტამბული ფეხით სასეირნოდ იდეალური ადგილიათქო, მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო ისიც, რომ გემით სეირნობისთვის არანაკლებ ხელსაყრელია. ბოსფორის სრუტის დათვალიერება არის ის აუცილებელი ტური, რომელიც სტამბულში აუცილებლად უნდა ნახო. მას ყველგან გთავაზობენ. ფასები სხვადასხვა და ტურის ხანგრძლივობაც. ვინაიდან დრო ცოტა გვქონდა და თან ფინანსების დაზოგვაც გვინდოდა სტანდარტული 12 ლირიანი ტური ავირჩიეთ, გიდის და გაჩერებების გარეშე, პორტ ემინონუდან გავედით და საათნახევარი ვიმოგზაურეთ და ეს დრო შემიძლია ჩავთვალო ჩემი ცხოვრების ულამაზეს მომენტად.

თურქული ჩაისა და ლაჰათ-ლუხუმის თანხლებით ვუცქერდი საოცრებებს:

ბოსფორის სრუტე შავ და მარმარილოს ზღვებს აკავშირებს. მისი სიგრძე 31 კმ-ია, ხოლო სიგანე 3,5 კმ-დან 1 კმ-მდე მერყეობს. სახელი “ბოსფოროს” ბერძნულიდან მომდინარეობას და ხარის რქას ნიშნავს, თუ ინგლისურად ვთარგმნით არც მეტი არც ნაკლები “ოქსფორდს” მივიღებთ. 🙂 სრუტის გასწვრივ უამრავი მნიშვნელოვანი ან/და ლამაზი ნაგებობაა.

IMG_3960

ბოსფორის ხიდი – 1973 წელს, როცა მისი მშენებლობა დასრულდა, ის იყო მსოფლიოში სიგრძით მეოთხე ხიდი, თუმცა ამ დროისათვის ის მხოლოდ 21-ეა. მნიშვნელობა კი არ დაუკარგავს. ის სტამბულის ევროპულ და აზიურ ნაწილს აკავშირებს და უდიდესი სატრანსპორტო მნიშვნელობა აქვს. ის თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 50 წლისთავს მიეძღვნა და მისი მშნებლობა 200 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.

971932_10200373918573769_1878423036_nდოლბაჰჩეს სასახლე – აგებულია იმპერიის მეცხრამეტე საუკუნეში 31-ე სულთანის აბდულაზის მიერ. მასში გამოყენებულია როკოკოსა და ბაროკოსო სტილი და 13 წლის მანძილზე მიმდინარეობდა მშნებლობები. 110 000 კვადრატულ მეტრს იკავებს და წარმოადგენდა 6 სულთნის სასახლეს 1856 წლიდან.  თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებელი და პირველი პრეზიდენტი მუსტაფა ათათურქი მას იყენებდა, როგორც პრეზიდენტის რეზიდენციას მისი გარდაცვალების დღემდე. 1938 წლის 10 ნოემბერს დილით  9:05 სთ-ზე ათათურქის გულის მოქმედებასთან ერთად სასახლეში ყველა საათის მუშაობა შეაჩერეს. სასახლე დღეს მუზეუმია და ათათურქის ოთახიც ამ მუზეუმის ნაწილია.

1004669_10200373925013930_1102425930_nბეილერბეის სასახლე – ის ოტომანთა იმპერიის საზაფხულო სასასხლე იყო. აღსანიშნავია, რომ “ბეილერბეი” თურქულად ნიშნავს მბრძანებლთ-მბრძანებელს (Lord of Lords).  მდებარეობს ზუსტად ბოსფორის ხიდის ქვეშ და 1860 წელსაა აგებული. საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონ მესამეს მეუღლე ეუჟინია იქ სტუმრობისას ისე მოიხიბლა სასახლის არქიტექტურით, რომ მისი ფრაგმენტების ასლები გააკეთებინა ტიულრის სასახლისათვის, სადაც ის ცხოვრობდა.

970832_10200373934694172_424427290_nქიუჩუქსუ – იგივე გიუქსუ. მინიატურული საზაფხულო სასახლე. ისიც ბაროკოს სტილშია აგებული მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში და გადაღებულია ბონდიანას სერიაში “მსოფლიოც არ არის საკმარისი” (“The World Is Not Enough”).

970286_10200373968415015_1377578379_nჩირაგანის სასახლე – ის ახლა კემპინსკის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა და სულთნის აპარტამენტში ღამის გათევა 15,332 აშშ დოლარი ჯდება. მსოფლიოს უძვირესს 15 სასტუმროში შედის. ისიც ბაროკოს სტილშია და მდებარეობს “რედისონის” გვერდით, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ აშენდა, მაგრამ ეს ორი შენობა ისე ერწყმის ერთმანეთს, მოხიბლული დარჩებით.

536663_10200373959614795_1968385764_nრუმელჰისარი – რუმელიის ციხე-სიმაგრე. ის აგებულია სულთან მეჰმედ მეორეს მიერ 1451-52 წლებში და შედგება სამი ძითადი კოშკისგან, სანამ ის დაიპყრობდა კონსტანტინეპოლს. შედგება სამი ძირითადი კოშკისგან, რომელთან მეჰმედ მეორის ფავორიტი ვეზირების სახელები ქვიათ. სულთანი მას იყნებდა ბოსფორის სრუტის გასაკონტროლებლად და ერთგვარ სტრატეგიულ ციხეს წარმოადგენდა. აქედან რამდენიმე მეტრში უკვე შავი ზღვა მდებარეობს, ხოლო მის თავზე გადადის ფატიჰ სულთან მეჰმედის ხიდი, რომელსაც ბოსფორის მეორე ხიდსაც უწოდებენ.

კიდევ ბევრი რამეა, მაგრამ დანარჩენი თავად ნახეთ. მე უბრალოდ დაგაინტერესეთ. 🙂

პ.ს. ფოტოები ჩემი.

9 thoughts on “ტური ბოსფორის სრუტეში

  1. აუ ცოტა დიდი ფოტოები თუ შეიძლება? არ ჩანს კარგად. მინდა სტამბოლშჳ.

  2. ულამაზესია ბოსფორზე გასეირნება, როგორღ დღისით ისე ღამითაც. რა კარგად აღწერე ყველა სასახლის მოკლე დანიშნულება და ისტორია. მე მარტო დოლმაბაღჩეში ვარ ნამყოფი ჩამოთვლილთაგან. ათათურქის ოთახიდან ხედი რა ლამაზია.
    როგორ მინდა ვცხოვრობდე სტამბულში ხედით ბოსფორზე. ესე არსად არ მინდა როგორც მანდ.

    • მე არცერთგან არ ვყოფილვარ. ფიზიკურად ვერ ვასწრებდი.
      მეც სიამოვნებით ვიცხოვრებდი სტამბულში 🙂

Leave a comment