დროული პოსტი

ცოტა ხნის წინ ძალიან კარგ აპლიკაციას მივაგენი. Tiii.me გაძლევს საშუალებას ზუსტად დაითვალო რამდენი წუთი, საათი, დღე გაქვს დახარჯული შენი საყვარელი (ზოგჯერ არასაყვარელი) სერიალების ყურებაში.

25 დღეზე მეტი გამომივიდა მე.

შეიძლება ზოგი სერიალი არც მახსოვს. ყველას დამახსოვრება არცაა საჭირო, მაგრამ ხანდახან ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცეები მავიწყდება, იმდენად ვარ გადართული ბევრ უმნიშვნელო დეტალზე.

ასე დამავიწყდა ონლაინ-კურსების რამდენიმე დედლაინი, იმიტომ რომ მთელი დრო ფეისბუქის თვალიერებას და “ქენდი ქრაშის” დავახარჯე.

ჰო, ფეისბუქი გავაუქმე 2 თვეზე მეტია და ამ ხნის მანძილზე ჩემს ნაცნობ-მეგობრებში ყველაზე აქტუალური კითხვა გახდა, თუ რატომ გავაკეთე ეს. ბევრი მიზეზი მქონდა, თან ისეთები ჩამოთვლისთვის დროის დახარჯვა არ ღირს ანუ მე დავბრუნდები, ჰო დავბრუნდები. 🙂

ამ პოსტის წერაც იმიტომ დავიწყე, რომ მინდოდა თავი მემართლებინა, დრო აღარ მრჩება ბლოგისთვისთქო, მაგრამ ეს ასე არ არის (ალბათ). საქმე პრიორიტეტებშია. რაღაცეებს ბლოგზე წინ ვაყენებ და შედეგად დრო აღარ მრჩება.

 

დროის და ხელფასის განაწილება ძალიან მიჭირს. უფრო ამ უკანასკნელის უქონლობას ვუჩივი.

და საერთოდ არ ვაპირებდი წუწუნს, უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ ისევ ვარსებობ. ეს ჩემი ბლოგია და ძალიან მახარებს ის, რომ ახლა ამას შენ კითხულობ. 🙂

JUST BB IS WATCHING YOU!

Leave a comment