პლიუსები და მინუსები

რაც მახსოვს ვატარებ სათვალეს და არ მახსოვს ადამიანი, ვისაც არ უკითხავს “პლიუსია თუ მინუსი?”

არ მახსოვს პირველად როდის გავიკეთე სათვალე, სამაგიეროდ მახსოვს როგორი იყო.

მამამ მომიტანა თეთრ ჩარჩოიანი, ნაზი, ბავშვური სათვალე, ყურებთან წითელი და ლურჯი გულები ქონდა. გამოვართვი, მოვისინჯე, მოვიხსენი, სათუთად დავკეცე და კარადაში შევინახე. ჭურჭელს რომ ინახავენ, ისეთ კარადაში, გამოსაჩენ ადგილზე დავდე. მეგონა მისი ქცერით ისე უნდა დავმტკბარიყავით, როგორც მის გვერდით განთავსებული “მადონას სერვიზით”, მაგრამ რამეს ცქერით რომ დავტკბარიყავი, ზუსტად ის უნდა დამეკოსებინა ცხვირზე.

თვალის ოპერაციაც მახსოვს. არა, ოპერაცია კი არა, შემდგომი პერიოდი. ვერ ვხედავდი ვერაფერს, მაგრამ ბებიას რომ ვერ ვხედავდი მარტო ის მაწუხებდა. ახალი, ფერადი ბურთის ხათრით გამოვიჭყიტე, რომლითაც თამაში არ მეწერა, არ შეიძლებოდა.

სკოლაში მისვლისთანავე მონიჭებულ “ნიჭიერას” ტიტულს მთელი ცხოვრება ღირსეულად ვატარებდი. რაღაცატომ მიაჩნდათ, რომ სათვალიანი ადამიანი ჭკვიანია, ბევრს კითხულობს და სათვალეს იმიტომ ატარებს. უნიჭო არ ვიყავი, ბევრსაც ვკითხულობდი, კარგადაც ვსწავლობდი, მაგრამ სათვალის დამსახურება ნაკლებად იყო.

ძალიან მაღიზიანებს, როცა ჩემს სათვალეს იკეთებს ვინმე და უფრო მაღიზიანებს როცა მეკითხებიან “პლიუსი გაქვს თუ მინუსი?”, თან ამ კითხვაზე პასუხი არც თუ ისე მარტივია. საქმე იმაშია, რომ ორივე მაქვს, ისევე როგორც სათვალის ტარებას აქვს პლიუსიც და მინუსიც.

ეგ როგორ? პლიუსიც და მინუსიც? მერე დამიწება რო გაუკეთო? :)))

ასტიგმატიზმი – “თვალის ერთ-ერთი გავრცელებული მანკია, რომელიც გამოწვეულია თვალის ოპტიკური შრეების (უმეტესად – რქოვანა გარსის) არასფერული ფორმით. ამ დროს თვალში შემავალ სხივთა გარდატეხა სხვადასხვა სიბრტყეში სხვადასხვანაირად ხდება, რაც იწვევს გამოსახულების დეფოკუსირებას და, აქედან გამომდინარე, მხედველობის დაქვეითებას. პოპულარულ ენაზე რომ ვთქვათ, ასტიგმატური თვალების მქონე ადამიანი ხედავს თითქმის ისევე, როგორც კარგად მხედველი, ოღონდ დანისლულ მრუდე სარკეში, ამიტომ ასტიგმატიკები, ისევე როგორც ახლომხედველები, საგნების უკეთ დასანახად ხშირად თვალებს ჭუტავენ.”

მე მაქვს ასტიგმატიზმის შერეული სახე. ერთი და იგივე თვალი ერთდროულად ახლომხედველიცაა და შორსმხედველიც ანუ მინუსი და პლიუსი. ვერ ვიტყვი, რომ ეს ტრაგედიაა, არც განსაკუთრებული სირთულე, უბრალოდ ჩემი სათვალისთვის მინების დამზადება ყველაზე ძნელია, ნაკლებად იშოვება.

უფრო რთული კი ჩარჩოს შერჩევაა. შევხედავ ვიტრინაში ლამაზად გამოფენილ ჩარჩოებს. ყველა მომწონს. ყველა ულამაზესია, დახვეწილია, სიმპათიურია და რომ მოვისინჯავ ხოლმე, ერთი თუ მომიხდა, სიხარულით დავფრინავ ხოლმე. ზოგადა სათვალის სახესთან მორგება ძალიან ძნელია.  მცირე რჩევები, თუ როგორი სათვალე მოგიხდებათ, აქ შეგიძლიათ მიიღოთ.

თვეზე მეტია ახალ ჩარჩოს ვარჩევ, მაგრამ ვერ მოვიხდინე ვერცერთი. თან სათვალემ შეჩვევა იცის. დღემდე ვატარებ შავ ჩარჩოს, რომელიც 8 წლის წინ შევიძინე. მის გარდა კიდევ რამდენიმე მაქვს, აბსოლუტურად იდენტური მინებით, მაგრამ ვერ ვეგუები სხვებს. 🙂

ოცნების “პრადა”

ჩემი განუყოფელი აქსესუარი მეხმარება სამყაროს სრულყოფილად აღქმაში, მაგრამ დამიმსხვრია პირადი ურთიერთობა ერთხელ. ჩემს ბიჭს სათვალიან გოგოს არ მოვაყვანინებო 🙂 ახლა მეცინება ამაზე, მაშინ მახსოვს ძალიან განვიცადე. მის მოხსნაზეც ვფიქრობდი. ეს დაავადება თერაპიულად არ იკურნება. აუცილებელია ოპერაციული ჩარევა. ზუსტად ამან გადამაფიქრებინა. ცოტა ხნის მერე მივხვდი, რომ სათვალე ჩემი განუყოფელი ნაწილია, ჩემი მახასიათებელი.

ბევრი ვიცი, ვისაც თვალების ჭუტვა ურჩევნია სათვალის ტარებას, არადა სათვალითაც მშვენივრად შეიძლება გაპრანჭვა, დამიჯერეთ 🙂

ატარებდე სათვალეს, სამარცხვინო არ არის, პირიქით პრივილეგიაა.

ვატარებდე პრადას, აუხდენელი ოცნებაა. 😦

11 thoughts on “პლიუსები და მინუსები

    • მეც ძალიან მიყვარს.
      რიტუალი მაქვს ხოლმე სათვალეების დაწმენდის და დაპრიალების.
      აი, მაგალითად დილით სამსახურში ეს რიტუალი რამდენიმე წუთს გრძელდება.
      ბომბი რომ შემომიგდონ, არ ვწყვეტ, დინჯავ ვაპრიალებ ხოლმე :)))

  1. “ბევრი ვიცი, ვისაც თვალების ჭუტვა ურჩევნია სათვალის ტარებას”. – ერთი ძველი ანდაზა მახსენდება ხოლმე ამ ხალხზე – “ვირმა რა იცის ხურმა რა ხილიაო”! 🙂

  2. მე მომწონს, როცა ადამიანს კარგად მორგებული სათვალე უკეთია 🙂
    მაგრამ ჯერჯერობით არ მჭირდება და მოდის გამო და გასაპრანჭად გაკეთება არ მინდა ბევრის მსგავსად…

  3. არანორმალურად მიყვარს სათვალეები და ეწვი მაქვს , რომ მალე ძეიძლება დამჭირდეს, რნდ უკვე დამაკომპლექსეს. ყველას ერთნარი ნახევრად ოთხკუთხა და ნახევრად მრგვალი უკეთია მიუხედავად იმისა როგორი აქვს მხედვლეობა და არ მინდა იმათ რიცხვს მიმაწერონ.

  4. ვგიჯდები ისე მომწონს სათვალეებიანი ხალხი..ბავშვობაში ვოცნებობდი სათვალე მეტარებინა სდა რამდენჯერ მივაკითხეტ მე და დედამ ექიმს,ვიტყუებოდი თვალები მტკივათქოოო..:)

    • თვალების ტკივილზე არ ნიშნავენ სათვალეს 🙂

      ჰო, ეგ არ მიყვარდა კიდევ ბავშვობაში. სათვალეს რატომ ატარებ თვალები გტკივააა/ :)))))

Leave a comment