აგვისტო: ოსეიჯის საგრაფო

ოსეიჯი ოკლაჰომას შტატის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარეობს. ის არც მდებარეობით, არც ღირშესანიშანობებით გამორჩეული ოლქი არ არის.

არ ვიცი, რა ნიშნით აირჩია ამერიკელმა მწერალმა ტრეისი ლეთსმა თავისი მშობლიური შტატის ეს პატარა ოლქი მოთხრობის სათაურად, მაგრამ ეს წარმატებული ნაბიჯი იყო. “აგვისტო: ოსეიჯის საგრაფო” 2008 წელს პულიცერის პრემია დაიმსახურა. ამბავი ვესტონების ოჯახზე, უფრო სწორად ოჯახის წევრ სამი თაობის ქალებზე, მათ ურთიერთობებზე.

ფილმმა, რომელიც ამავე მოთხრობის სცენარის მიხედვით გადაიღო ჯონ ველსმა, მერილ სტრიპს მე-18, ხოლო ჯულია რობერთს მე-4-ე ნომინაცია მოუტანა “ოსკარზე”.

“აგვისტო: ოსეიჯის საგრაფოს” გადაღებები ოქტომბერ-დეკემბერში მიმდინარეობდა, ოკლაჰომასა და კალიფორნიაში.

ვაიოლეტ ვესტონის (მერილ სტრიპი) სამი ქალიშვილი მამის (სემ შეპარდი) გაუჩინარების გამო ბრუნდება ოჯახში.

ცინიკური და არც ის ბედნიერი ბარბარა (ჯულია რობერთსი) თავის ყოფილ მეუღლესთან (ევან მაკგრეგორი) და 14 წლის ქალიშვილ ჯინთან ერთად, იწყებს ცხოვრებას სახლში, სადაც მისი დები ივი (ჯულიენ ნიკოლსონი) და კარენიც (ჯულიეტ ლუისი) ცხოვრობენ.

ოჯახური სადილი, რომელიც 20 წუთს გრძელდება, ფილმის ცენტრალური სცენაა. ბევრი არასასიამოვნო სიმართლე, ერთმანეთის შეურაცყოფა, დუმილი და დაძაბულობა. თუ ამ მომენტში ფილმის ყურებას შეწყვეტთ, ძალიან შეცდებით. ყველაფერი საინტერესო წინაა.

აქ ნახავთ ყველა ტიპაჟის ქალს, დედების და შვილების, დების ურთიერთობებს, ფარულ სასიყვარულო კავშირებს, ერიკ კლაპტონის “Lay down Sally”-ის რიტმებზე მოცეკვავე მერილ სტრიპს და ქართველი გოგოების გულთამყრობელ ბენედიქტ ქამბერბაჩს, რომელიც ვესტონების ბიძაშვილ “პატარა ჩარლზს” თამაშობს. თუმცა მთავარი საიდუმლო წინაა.

სცენა, რომელიც ჩემი აზრით, მთელ ფილმად ღირს დედისა და ორი ქალიშვილის საუზმის სცენაა. უფროსი ბარბარა ცდილობს სუსტი და მგრძნობიარე ივი დაიცვას ტრაგიკული საიდუმლოს გაგებისგან და დედას აიძულებს ჭამოს თევზი.

ერთ რამედ ღირს, როგორ უყვირის ჯულია რობერთსი მერილ სტრიპს:  “Eat your fucking fish…  Eat your fish, bitch”

3 thoughts on “აგვისტო: ოსეიჯის საგრაფო

  1. ვფიქრობ სცენაზე გაციელბით უკეთესია ეს პიესა 🙂 ფილმი ერთ ჩვეულებრიც დრამად მეჩვენა, რომ არა შესანიშნავი ქასთი საერთოდ არც დამამახსოვრდებოდა ალბათ 🙂

    • კი, გეთანხმები. ქასთია ამ ფილმის მთელი ღირსება და პროდიუსერი ჯორჯ ქლუნი 🙂

  2. სცენაზე მართლაც უკეთესი იქნება ალბათ 🙂 მაგრამ მერილი და ჯულია ❤ სულ რომ ერთი დიდი სისულელე ყოფილიყო, მაინც გვაყურებინებდნენ ბოლომდე 🙂

Leave a comment