ბათუმური ბალანSEA

დამქანცველი სამუშაო დღის შემდეგ, ასეთი კი კვირაში 6 დღეა, არაფრის გაკეთების თავი რომ არ მაქვს, ერთ რამეს ვაკეთებ: სამსახურიდან გამოსვლისას რომელიმე მეგობარს ვურეკავ. 2-3 წუთიანი საუბარი საკმარისია იმ ენერგიისთვის, რომელიც ისეთ ადგილზე მიმიყვანს, სადაც დასვენებას შევძლებ და თუ ეს ადგილი ჩემი მეგობრებითაა სავსე, მთლად უკეთესი.

საღამოები, როდესაც სამსახურიდან პირდაპირ სახლში მივდივარ, ჩემი მეხსიერებიდან იშლება, უფრო სწორად დასამახსოვრებელი არც არაფერია.

ხშირად უთქვამთ “ნეტავ შენი ენრგია მომცა ყოველ საღამოს რომ სადღაც დადიხარ”. აი, ენერგიისგან დაცლილი რომ ვარ, იმიტომ დავდივარ. მანქანის ავზის საწვავით შესავსებად როგორც ვდგებით ვისოლში, სოკარში, გალფში ან რომპეტროლში, ეგრე ვსხდებით ხოლმე მეგობრები Linville-ში, ჩაის სახლში ქიაჩელზეWendy’s-ში და კიდევ ბევრი კარგი ადგილი ვიცით. (აქ შეიძლებოდა ყოფილიყო თქვენი რეკლამა 😀 )

ერთ ჩვეულებრივ საღამოს გაჩნდა არაჩვეულებრივი იდეა, 3 დასვენების დღე, 4 გოგო, 8 ჩანთა, 300 კმ და 1000 ადამიანისგან კითხვა: ” ამ პერიოდში რატომ მიდიხართ ბათუმში?”. პასუხი ერთია: იმიტომ… რომ ერთად ვიყავით. ვისაუბრეთ ყველაფერზე რაც გვენატრებოდა, გვინდოდა, გვაინტერესებდა. ვნახეთ მონატრებული და საყვარელი ადამიანები და ვიყავით ზღაპრულ მაღაზიაში “წიგნები ბათუმში” რამდენჯერმე, მაგრამ აქ რამდენჯერაც არ უნდა მივიდე, ყოველთვის მგონია რომ რაღაც ახალი და საინტერესო აღმოვაჩინე.

ვისეირნეთ  დაქანცვამდე და ვიჭორავეთ დაღლამდე, მაგრამ უფრო ენერგიულები და ბედნიერები დავბრუნდით, ვიდრე წასვლამდე ვიყავით.

ბათუმში გატარებული 3 მზიანი დღე, რომელიც თბილისში მინიმუმ 3 ნაცრისფერი თვის გატარებაში დაგვეხმარება და რამდენიმე კადრი არ ამოვა ჩემი მეხსიერებიდან.

"ალი და ნინო" გაჩერებული იყო, მაგრამ მათ ძირში მდგომიჩახუტებული წყვილი რიტმულად ტრიალებდა <3

“ალი და ნინო” გაჩერებული იყო, მაგრამ მათ ძირში მდგომიჩახუტებული წყვილი რიტმულად ტრიალებდა ❤

მოქეიფეები, რომლებმაც სუფრის გასაშლელად იდეალური ადგილი მოძებნეს

მოქეიფეები, რომლებმაც სუფრის გასაშლელად იდეალური ადგილი იპოვეს

რამდენიმე ჰილტონი :)

რამდენიმე ჰილტონი 🙂

ბათუმში ჩასული აქ თუ არ გაივლი, ბათუმში არც ყოფილხარ :)

ბათუმში ჩასული აქ თუ არ გაივლი, ბათუმში არც ყოფილხარ 🙂

საქართველო - უკრაინა - ევროპა

საქართველო – უკრაინა – ევროპა

ნაგვის ურნა ი. აბაშიძის ქუჩა

ნაგვის ურნა
ი. აბაშიძის ქუჩა

Leave a comment