სალამი, სევდავ!

ყველა მარადიული გრძნობიდან სიყვარული ყველაზე ხანმოკლეაო. მოლიერის ეს ცნობილი ფრაზა ბევრ ადამიანში იწვევს პროტესტს, განსაკუთრებით მათში ვინც ახალგაზრდაა და შეყვარებულია და უნდა ეს მდგომარეობა უსასრულოდ გაგრძელდეს. სორბონის სტუდენტმა ფრანსუაზ კუარეზმა უცნაური ფორმით, მოლიერის ბიუსტის რიტუალური ჩამოხრჩობით ცადა პროტეტსტი. არ ვიცი, ეს ფრანსუაზის მეამბოხე სულით  იყო გამოწვეული თუ სასოწარკვეთით. გავა რამდენიმე წელი და ეს გოგონა ფრანსუაზ…

სამხრეთით საზღვრებისგან, მზისგან დასავლეთით

სიმღერამ რომ დიდი გავლენა შეიძლება მოახდინოს ადამიანის მომავალზე, ამაზე არაერთი ფილმი გვინახავს და უფრო მეტიც წაგვიკითხავს. მეც ვწერდი ადრე. წიგნზე რეცენზიის წერა ჩემი სფერო არაა, მაგრამ ჰარუკი მურაკამის ჯაზით და კარგი მუსიკით გაჯერებულმა “სამხრეთით საზღვრებისგან, მზისგან დასავლეთით” (South of the Border, West of the Sun) გადამაწყვეტინა ამ რთულს საქმეს შევჭიდებოდი. წიგნის სათაური აღებულია ცნობილი სიმღერიდან “south…

“ვალენტინოს” თეთრი საყელო

„საქართველოს სპილენძი აღარა აქვს, – ვთქვი და გადავწყვიტე: – უნდა ვიპოვნო” – ასე იწყება მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა “თეთრი საყელო”. “საქართველოში მოდის ტენდენციებზე ცოტას წერენ” – ვთქვი მე და გადავწყვიტე, ძალიან მოდურ და ლამაზ აქსესუარზე მოგიყვეთ. წინა კვირაში პარიზის მოდის კვირეულზე ბევრი კარგი ჩვენება გაიმართა, მაგრამ მე “ვალენტინოს” შემოდგომა-ზამთრის კოლექციაზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება. სამოდელო სახლის…

ქალი წიგნით

რამდენიმე დღის წინ მაკრეტინგული კვლევების და კონსალტინგის კომპანია EXPERTO-ს მიერ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისთვის  ჩატარებული ქართველ მკითხველთა კვლევა ჩამივარდა ხელში. უნდა აღვნიშნო, განსაკუთრებული სიახლე არაფერი წამიკითხავს და ალბათ არც თქვენთვის იქნება გასაკვირი, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები უფრო მეტად უკითხავენ ბავშვებს წიგნებს ვიდრე მამრობითი, შესაბამისად, ისინი უფრო მეტად ყიდულობენ წიგნებს. ბაბუას ნებისმიერი დროს სიამოვნებით, დაზარების გარეშე შეეძლო წაეკითხა რამე ჩვენთვის, მე…

თავჩაქინდლული ცხოვრების დასაწყისი

ცხოვრება შავ-თეთრი ზოლებისგან შედგებაო, რომ ამბობენ, მინდა შევედავო, რომ ცხოვრება ფერადია, უფრო სწორად, შენზეა დამოკიდებული რომელ ფერებში იქნება. ერთხელ პიკასოს კითხეს: – თქვენი აზრით, მხატვრობაში უფრო მეტად მნიშვნელოვანია რას ხატავ, თუ როგორ ხატავ? – ვინ ხატავს. – უპასუხა პიკასომ. პიკასო ვერ ვიქნებით, ვერც თვითნასწავლი ფიროსმანი ან საერთოდ რა საჭიროა მხატვრობა საკუთარი სამყაროს შესაქმნელად. უბრალოდ დგება მომენტები, როცა ფერადი საღებავები გაკლდება ან…