ROCCO BAROCCO შემოდგომა 2014: ბაროკოს სტილში

მისი ნამდვილი სახელი როკო მასკარიელოა (Rocco Muscariello), თუმცა მოდის ინდუსტრიაში პირველი ნაბიჯების შემდეგ სახელი შეიცვა და როკო ბაროკო გახდა.

როკო ბაროკო მილანის მოდის კვირეული

როკო ბაროკო
მილანის მოდის კვირეული

ის არ არის ისეთი დონის დიზაინერი პოპულარობის მხრივ, როგორც დომენიკო დოლჩე ან სტეფანო გაბანა, მაგრამ იტალიური მოდის ერთ-ერთი პატრიარქია.

დაიბადა ნეაპოლში 1944 წელს. რომში გადასვლის შემდეგ კარიერაში პირველივე ნაბიჯები წარმატებული იყო. 1968 წელს ის უკვე ფლობდა საკუთარ ატელიეს და იტალიური სამოსის ექსპორტიორი იყო ევროპის ქვეყნებში.

აქვს საკუთარი სტილი ოდნავ მკაცრი, იუმორისტული და პოეტური. ფერებს კი ტრადიციულად არ ღალატობს. შავი და შავ-თეთრი მის კოლექციებში დომინანტურია.

მილანის მოდის კვირეულზე ბაროკომ ქალის ხაზის 2014 წლის შემოდგომის მზა ტანსაცმლის კოლექცია წარმოადგინა. ზოგადად ის არ არის მაღალი მოდის დიზაინერი და ძირითადად  prêt-à-porter  სამოსს აწარმოებს, რომლის შეძენა ბუტიკებშია შესაძლებელი.

კოლექცია, რომლის შექმნა პომპეის ინსპირაციით მოხდა, რა გასაკვირია რომ ნაცრისფერ და შავ-თეთრ ფერებში იყო გადაწყვეტილი. თუმცა იყო რამდენიმე პასტელური ფერის ლამაზი კაბა ვიქტორიანულ სტილში, რომაული ტუნიკები და გიპიურის პერანგები.

 

 

Leave a comment