ორი მხიარული გოგო ჰოლივუდიდან

ჰოლივუდის დაჯილდოებების წითელი ხალიჩა, რომელიც ვარსკვლავებისთვის თავიანთი იდეალური ვიზუალის და ცნობილი დიზაინერების ძვირადღირებული სამოსის დემონსტრირებისთვის გამოიყენებოდა, ორმა გოგონამ უშუალო მეგობრული ურთიერთობების ადგილად აქცია.

ორივე მათგანი წლევანდელი ოსკარის ნომინანტები იყვნენ ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის. შარშანდელმა ოსკაროსანმა 23 წლის ჯენიფერ ლოურენსმა ჯილდო წარმოშობით კენიელ 30 წლის ლუპიტა ნიონგოს დაუთმო.

გოგონები პოპულარობის ზენიტში არიან.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მათ წელს გამართული დაჯილდოებების ცერემოალებამდე არანაირი შეხება არ ჰქონიათ ერთამენთთან. ლუპიტა დებიუტანტია. ის აქამდე ჰოლივუდში არ მოღვაწეობდა, ხოლო ჯენიფერი ჰოლივუდში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მაღალ ანაზღაურებადი მსახიობია.

გოგონების პირველი კონტაქტი, რომელმაც ფოტორეპორტიორების ყურადღება მიიქცია SAG-ის (Screen Actors Guild) დაჯილდოების ცერემონიალის წითელი ხალიჩა იყო, სადაც ემოციური და ექსცენტრიული ჯენიფერი დემონსტრაციულად გაემართა ახლადმობრწყინებული ვარსკვლავისკენ და მასთან წაიჭორავა კიდეც.

რამდენიმე დღის წინ გამართულ ოსკარის დაჯილდოების შოუს შემდგომ, მხიარული ჯენიფერი ლუპიტასთვის ხუმრობით ჯილდოს წართმევას ცდილობდა, ხოლო რამდენიმე წუთში მას მეგობრულად ეხვეოდა.

ჩახუტება და ადამიანებთან უშუალო საუბარი ჯენიფერის დამახასიათებელ თვისებად იქცა, რაც ფოტორეპორტიორების და მთლიანად საზოგადოების კეთილგანწყობას იწვევს მისადმი.

One thought on “ორი მხიარული გოგო ჰოლივუდიდან

Leave a comment