დიანა ქვარიანის მოსკოვური ჩვენება: გაზაფხული – ზაფხული 2015

Mercedes-Benz-ის მიერ ორგანიზებული მოდის კვირეულების სერიის ფარგლებში, გასულ კვირას გაიმართა მოსკოვის მოდის კვირეული, სადაც ქართველმა დიზაინერმა დიანა ქვარიანმაც წარმოადგინა თავისი გაზაფხული – ზაფხული 2015 წლის კოლექცია.

მოსკოვური ჩვენებამდე დიანამ საზოგადოებას ამ კოლექციის ლუქბუქი წარუდგინა.

განიერი პალტოები, მუხლს ქვემოთ ქვედაბოლოები, ფართო შორტები, განიერ სახელოებიანი ბლუზები და ულამაზესი ფარფლებიანი კაბები და ეს ყველაფერი ულამაზეს პასტელურ ფერებში. მოკლედ ყველაფერი ის, რაც ნებისმიერი ქალის გემოვნებას დააკმაყოფილებს.

კოლექციას მარტივად “SPORT COUTURE” ქვია, რაც ზუსტად მიესადაგება წარმოდგენილ სამოსს.

პირადად ჩემი დიდი მოწონება გამოიწვია ფრიალა მწვანე კაბამ და პიტნისფერმა განიერმა პალტომ.

გთავაზობთ მოსკოვში გამართული ჩვენების სრულ ფოტოკოლაჟს.

თავად შეაფასეთ. 🙂

(1)

Leave a comment