გაიქეცი, შოშანა, გაიქეცი!

Если женщина успешна, хорошо выглядит и довольна жизнью, значит она кому-то мстит.

მახსოვს რომ თავგამეტებით გავრბოდი.
ხის ტოტიც დავინახე, რომელზეც ფეხის წამოდება გარდაუვალი იყო.
ბავშვობის შემდეგ პირველად ვტიროდი გადატყაული იდაყვის ტკივილისგან. არა, უფრო უსუსურობისგან.

 რამდენიმე თვეა აქტიურად დავრბივარ და საკუთარ თავს გავურბივარ. უფრო სწორად იმასთან შეგუებას, რომ მაჯობეს.

სირბილი არის საუკეთესო საშუალება გაექცე ფიქრს,  მოწყენილობას, მარტოობას ან უბრალოდ გაიქცე…

მაჯობა ერთმა, თითქოს არაფრით გამორჩეულმა გოგომ, რომელსაც აქვს ცოლის სტატუსი და ალბათ მალე ექნება თავისი ერთადერთი ოცნება – iPhone.

მინდა სირბილში შევეჯიბრო ან სიყვარულში ან უბრალოდ ვკითხო, რატომ ტვირთავს სოციალურ ქსელში სულ ისეთ ფოტოებს, სადაც თავად ნორმალურადაა და მისი ქმარი მოსიარულე ჩონჩხს გავს ან როგორ შეუძლიათ მის მეგობრებს ყველა ფოტოს ქვეშ მიუწერონ “usayvarlesi xaaaar”.

მე ყოველ საღამოს დავრბივარ.
ოდინი ემიძლია ლბათ .

მე გოგო ვარ, რომელმაც ყველაზე მნიშვნელოვანი დავთმე. არა, მაჯობეს!

 

 

4 thoughts on “გაიქეცი, შოშანა, გაიქეცი!

  1. You go, girl.

    Aidan რას ეუბნება ქერის ხომ გახსოვს თავის ცოლზე, she always keeps one eye on you 😉

Leave a comment