ყოფიერების აუტანელი სიმძიმე

ზუსტი რიცხვით არ დავინტერესებულვარ, უფრო სწორად ჩემი მეგობრების დიდი რიცხვი ცვალებადია. იშვიათად აკლდება ვინმე, მაგრამ ხშირად ემატება.

images (4)მიუხედავად ამისა, არის მომენტი, როცა არავინ არის ჩემს გვერდით. უფრო სწორად, არც მინდა იყოს.

მომენტი, რომელიც არც მენსტრუაციული ციკლის პერიოდთანაა დაკავშირებული, არც იმედგაცრუელბულ სასიყვარულო ურთიერთობებთან, არც ამინდთან, არც უფულობასთან, არც სხვა პირადულ პრობლემებთან. თითქოს ყველაფერი რიგზეა, ნორმალურადაა, მაგრამ  ცუდად ხარ. ადგილს ვერ პოულობ, ფორიაქობ, გინდა გაიქცე, ან დაყრუვდე, დამუნჯდე, ვერ იფიქრო.

კონკრეტულ მიზეზსაც ვერ პოულობ, თუ რამ ჩაგაგდო ამ მდგომარეობაში. უბრალოდ დაგროვდა, დამძიმდა და აუტანელი გახდა.

მე ვიცი, რომ “თავსაფრიანი დედაკაცი” არ ვარ, არც “მარტოობის კავალერი”, არც ტერეზასა და ტომაშიც მსგავსი ისტორია არ დაიწერება ჩ(ვ)ემ(ნ)ს შესახებ.

everything-alrightყველაფერი გავლადია და შემთხვევით არაფერი ხდება.

ყველაფერი კანონზომიერია, ზოგჯერ აუტანლად მსუბუქი ან მძიმე.

და საკუთარი მოტივაციისთვის:

ყველაფერი კარგად იქნება, შეიძლება დღეს არა, მაგრამ ეს გარდაუვალია! 

2 thoughts on “ყოფიერების აუტანელი სიმძიმე

  1. მესმის თქვენი 🙂 ახლა ზუსტად ასეთ მდგომარეობაში ვარ. კარგია ,რომ პოზიტიურად უდგებით პრობლემას. მეც ეს მშველის ყოველთვის 🙂

Leave a comment