აგვისტოს ნათელი ანუ ფილმები, რომლებიც ვნახე (ნაწილი 1)

amourსიყვარული და ტურბულენტობა
Amour et Turbulences (2013)

სასიამოვნო საყურებელი ისტორია შეყვარებულ წყვილზე, რომლებიც დაშორების შემდეგ შემთხვევით აღმოჩნდებიან თვითმფრინავში ერთად. მე პირადად ნაკლებად მჯერა ასეთი სიყვარულის და ამდენი დამთხვევის, მაგრამ მაინც სასიამოვნოა სანახავად. ფრანგული დრამა, რომელიც დადებითად გმუხტავს და რომანტიკულ განწყობაზე გაყენებს.

It boyვითომ შეყვარებული
IT BOY (2013)
ისევ თვითმფრინავში დაწყებული ურთიერთობა, ისევ სიყვარული, ისევ პარიზი.  ორიგინალში “20 ans d’écart” ქვია.

მოდური ჟურნალის წარმატებული რედაქტორისა და ასაკით მასზე ბევრად უმცროსი ბალთაზარი სიყვარულის ისტორია, რომელიც სავსეა  უხერხული და რომანტიული მომნტებით.

un princeმომხიბლავი პრინცი
Un prince (presque) charmant (2013)

ლუკ ბესონის სცენარის მიხედვით გადაღებული ფილიპ ლელუშის ფილმი, ბევრი სასაცილო მომენტით და სიყვარულის ლამაზი ისტორიით, რომელსაც ბევრი წინააღმდეგობა ხვდება.

თავისი ერთაერთი ქალიშვილის ქორწილსი მიმავალი მამა, რომელსაც ძალიან უყვარს ჩქარა სიარული, კარგი მანქანები და ქალები, გზაში აწყდება პრობლემებს და თავისი ოცნების ქალს.

paris-manhattan-posterპარიზი – მანჰეტენი
Paris-Manhattan (2012)

სოფია ლელუშის ფილმი, პარიზელ ალისაზე, რომელიც უზომოდ შეყვარებულია ვუდი ალენზე. ის ფარმაცევტია და ზოგიერთ პაციენტს უბრალოდ ვუდი ალენიც ფილმების ნახვას ურჩევს. მან ვერა და ვერ მოიწერიგა პირადი ცხოვრება, მიუხედავად მისი მეგობრების განუწყვეტელი მცდელობია.

ის მუდმივად ესაუბრება ვუდი ალენის დიდი პლაკატს, რომელიც მისი ოთახის კედელზეა გაკრული. ფილმის ბოლოს ის ხვდება თავის კულტს და ეს შეხვედრა გადამყვეტი მომენტი ხდება მისთვის.

გაგრძელება იქნება…

6 thoughts on “აგვისტოს ნათელი ანუ ფილმები, რომლებიც ვნახე (ნაწილი 1)


  1. ახლა ვეძებდი რაიმეს საყურებლად და აქაც შემოვიხედე იქნებ "ფილმებიბი"–ში რამე ახალი დამხვდეს–თქო ❤
    წავალ და ჩავუჯდები

Leave a comment