კარგი სმენა მაქვს, მაგრამ არ მესმის…

გაგრძელება ჩემი ნაღვლიანი ფლირტების გახსენების ჟამს

კინოთეატრ “რუსთაველის” სალაროსთან რიგში ვიდექი. ჩემს წინ ჩახუტებული წყვილი იდგა, იდეაში ერთმანეთს ათბობდნენ, მაგრამ მეც გამითბეს სული. საკმაოდ თბილად ჩაცმული, “სხვა სითბოზე” ვოცნებობდი.

ბილეთები რომ იყიდეს და სახით ჩემსკენ შემობრუნდნენ, ჰოი, საოცრებავ!
ბიჭი ჩემი ბავშვობის მეგობარი აღმოჩნდა. მათემატიკაზე ერთად დავდიოდით და “სპორტსიახლენის” ნომრებს ვცვლიდით. ის იუვენტუსს გულშემატკივრობდა, მე – მილანს. მე ეკონომისტობას ვაპირებდი, ისიც, მაგრამ მე ახლა იურისტი ვარ, უფრო სწორად დიპლომში მიწერია ასე.

რა გასაკვირია, რომ ამ ადამიანს დიდი ემოციებით და სიხარულით შევხვდი და ერთმანეთს მომავალში შეხვედრის იმედით დავემშვიდობეთ. მანამდე გავიხსენეთ მეცხრე კლასის “სოროსის” ოლიმპიადა მათემატიკაში,  გეოგრაფიის საერთო გაუთხოვარი მასწავლებელი, პაველ ნედვედი და ედგარ დევიდსი, 1 ნომერი ავტობუსი, რომელსაც ნომერთან ერთად დიდი ასოებით ეწერა “წრიული” და შატალოებისთვის ყველაზე პოპულარული, ბაგრატის ტაძრის უკანა ეზო. ორივემ აღვნიშენთ, რომ საშინელი სამუშაო რეჟიმი გვაქვს და ადამიანები გვენატრება. არ დაუსვამს ტრადიციული კითხვა ოჯახური მდგომარეობის შესახებ, რაც ძალიან გამიკვირდა და უფრო მეტად გამიკვირდა, ის რომ თავისი თანმხლები გოგო არც კი გამაცნო. განა დრო არ იყო ან დაავიწყდა, არა, უბრალოდ არ გამაცნო.

76330_4355214721757_172761595_nისიც, საკმაოდ ლამაზი, იდგა ოდნავ მოშორებით და ნაძალადევადაც კი ვეღარ იღიმებოდა. წარმოვიდგინე კი არადა ვყოფილვარ იმ გოგოს მსგავს სიტუაციაში და ის დღე უკანასკნელი გამხდარა იმ ადამიანის გვერდით, მაგრამ აუტანელია, დამთრგუნველი და შეურაცხმყოფელი ასეთი მომენტი.

რატომ იქცევიან ბიჭები ასე?  პასუხისმგებლობას გაურბიან? რა პასუხისმგებლობაა იმაში, რომ ადამიანი, ვის გვერდით ყოფნაც გსიამოვნებს, საზოგადოებას გააცნო?  თუ იმის ეშინიათ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ისე როგორც მშობლები სკოლაში მაღალ ნიშნებს ითხოვდნენ, იმ შეყვარებულის სტატუსიანი გოგოს ცოლად მოყვანას მოთხოვს ვინმე? მინდა მესმოდეს მათი, მაგრამ უფრო ხშირად გოგოების არ მესმის. იმ გოგოების, რომლებიც თანხმდებიან, ეგუებიან, აგრძელებენ ან წყვეტენ ურთიერთობებს, თავისი სურვილისდა მიუხედავად.

eec2dcddacd0ad8b21452cc8e0368acaჩემი მეგობრის საცოლის (აწ უკვე ცოლის) გაოცებული სახე კითხვაზე ” რატო გადაწყვიტეთ დაქორწინება ასე მალე?”  და პასუხი, არ დამავიწყდება:
-რაღა მალე? აბა, შეყვარებულები როდემდე უნდა ვყოფილიყავით?  5 თვეა ერთად ვართ. ერთმანეთის ოჯახის წევრებს ვიცნობთ, ყველა მეგობარმა იცის, რომ შეყვარებულები ვართ. ან უნდა დავშორდეთ ან დავქორწინდეთ, თორე სხვა რაღა უნდა მოხდეს ჩვენს შორის?
-აა… – და ზუსტად ისეთი გაოცებული და სასოწარკვეთილი სახე მქონდა, როგორც 2005 წლის 25 მაისს ჩემპიონათა ლიგის ფინალზე, მილანი ლივერპულს 3:0 რომ უგებდა და საბოლოოდ თასს ლივერპული დაეუფლა.

კიდევ არ მესმის ადამიანების, რომლებიც ერთად ყოფნისას გადაწყვეტენ, რომ “ერთ სულ და ერთ ხორც” არიან და წყვეტენ მეგობრებთან ურთიერთობას. აქვთ საერთო login-ები, მაგრამ არა ლოგინი.
არ მესმის ადამიანების, რომლებიც ახალი ურთიერთიერთობის დაწყებისთანავე ახალ ექაუნთს აკეთებენ facebook-ზე.
არ მესმის ადამიანების, რომლებსაც დაქორწინების შემდეგ მიაჩნიათ რომ საზოგადოებისგან იზოლაცია აუცილებელია.
არ მესმის გოგოების, რომლებიც დაქორწინებიდან პირველივე თვის თავზე იწყებენ ნერვიულობას იმაზე, რომ ორსულად არ არიან.
არ მესმის გოგოების, რომლებიც გათხოვებისთანავე სუქდებიან.
და კიდევ ბევრი “არ მესმის”…

და მე მესმის ოლივია პოუპის და ფიცჯერალდ გრანტის და ერთ წუთიანი ჩახუტებისგან მიღებული ბედნიერების.

 

პ.ს. “ყოფიერების აუტანელ სიმსუბუქე” სპეციალურად არსად ვახსენე. მაგაზე სხვა დროს…

9 thoughts on “კარგი სმენა მაქვს, მაგრამ არ მესმის…

  1. ჟრუანტელმა დამიარა…
    :კიდევ არ მესმის ადამიანების, რომლებიც ერთად ყოფნისას გადაწყვეტენ, რომ “ერთ სულ და ერთ ხორც” არიან და წყვეტენ მეგობრებთან ურთიერთობას. აქვთ საერთო login-ები, მაგრამ არა ლოგინი.”
    22 წელი ვიარსებე დედამიწაზე და ვერ მივხვდი ჯერ კიდევ ამ ყველაფერს….

      • არა, მაგათაც ხომ თავიანთი “სიმართლე” აქვთ, ამიტომაა საინტერესო….

  2. მეც არ მესმის ესენი. ძალიან არ მესმის. და კიდევ, რომ გათხოვდებიან და მერე შენი არ ესმით, ეგეც არ მესმის 🙂

  3. როგორც დედაჩემი იტყოდა, ასეთი რაღაცები რომ არ მესმის, იმიტომ ჰყავთ ჩემს მეგობრებს ორ-ორი შვილი და მე ჯერ ამაზე არც კი ვფიქრობ 😀 კიდევ კარგი, “იზოლირებულები” მაინც არ არიან 😀

Leave a comment