ვორქაჰოლიკის ჩანაწერებიდან

რამდენი წელია პაემანზე არ ვყოფილვარ, არც  გასაუბრებაზე.

ამ რამდენიმე დღის წინ ტრადიცია დავარღვიე. რა თქმა უნდა პაემანზე არ ვყოფილვარ.
გასაუბრებამ მშვიდ და კომფორტულ გარემოში ჩაიარა. გამოსვლისას რაზეც გული მწყდებოდა, ის იყო, რომ არ მკითხეს, თუ რას გავაკეთებდი ახალ სამსახურში ან რას ვაკეთებდი ამჟამინდელში, თორემ რომ არ ამიყვანდნენ შესვლამდე ვიცოდი, მიუხედავად შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილებისა.

როგორც კი წარმოვიდგენ, რომ სხვაგან მუშაობის შანსი მაქვს, ვხვდები როგორ მიყვაRS ჩემი სამსახური.

atkritka_1369823262_446მთელი დღე დაძაბული სტრესული გარემოს მიუხედავად, მშვენივრად ვანაწილებ დროს საქმისთვის, მეგობრებთან საკონტაქტოდ, სამეცადინოდ, წერისთვის და ყავის დასალევად. დასვენების დღეები კი ისე გადის, დღის დაგეგმვასაც ვერ ვასწრებ.

ის, რაც სამსახურში არ მაკმაყოფილებს და არც გამოსწორებადია, ხელფასია.

3 წლის მანძილზე მოიმატა ყველაფერმა, ბენზინის და შაქრის ფასმა, ბინის ქირამ, ინტერნეტის ტარიფმა, ყველა ჩემმა მეგობარმა, სახელმწიფო ბიუჯეტმაც კი, მაგრამ ჩემმა ხელფასმა არცერთი თეთრით, უფრო მეტიც – ლარითაც კი არა.

atkritka_1361221423_377ისე, მე თუ მკითხავთ, ყველა კაცი კი არადა სამსახური ერთნაირია, ხელფასები აქვთ სხვადასხვა. უბრალოდ ზოგან ფულის გამო რჩები, ზოგან – სიყვარულის. სიყვარულის გამო დარჩენა კი აუცილებლად საქმის სიყვარულს არ გულისხმობს, შეიძლება სამსახურში გიყვარდეს ვინმე.

პ.ს. ვისაც ჩემი ბლოგი გახსოვთ, გეტყვით, რომ არსადაც არ წავსულვარ. უბრალოდ საქმე მქონდა ბევრი, ძალიან ბევრი.

პ.ს.ს. I’ll Be Back!

JUST BB IS WATCHING YOU!

4 thoughts on “ვორქაჰოლიკის ჩანაწერებიდან

  1. :))) ყველა მეგობარმა მოიმატა 🙂 წაიკითხავენ შენი მეგობრები და ნახავ 🙂

    P.S. ახლა მივხვდი, რა კარგია, ჩემს მეგობრებს ამის სათქმელად ენა რომ ვერ მოუტრიალდებათ 😀

Leave a comment