მეგობრობისთვის ადგილი არ არის

ვერც მანძილი, ვერც დრო ისე ვერ დაგაშორებს მეგობართან, როგორც მისი მეორე ნახევარი.

აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ათასი კილომეტრით შორს მყოფ მეგობრებს უფრო ხშირად ვეკონტაქტები, ვიდრე მათ ვინც რამდენიმე კილომეტრში ცხოვრობს, მუშაობს, მაგრამ კვირაში 7-ჯერ, თვეში 30 ან 31-ჯერ პოულობს მიზეზს, რომ არ მნახოს. თებერვალში გამიმართლა, 28-ჯერ უარმყვეს. 🙂

ახლა ისე არ მინდა გამომივიდეს, რომ მეგობრები აღარ მყავს. არა! მყავს და თან ძალიან ძვირფასები და გულმოწყალეები. წარმოიდგინეთ, მათ ჩემ შესახებ ყველაფერი იციან და მაინც ვუყვარვარ ყველას.

არ მიყვარს მარილიანი არაფერი. შესაბამისად, არც იმ აზრს ვემხრობი, რომ ადამიანის კარგად გასაცნობად ერთი ფუთი მარილის ჭამაა აუცილებელი. ზოგჯერ ამისთვის რამდენიმე გრამიც კმარა.

ჩემზე უფროსი ადამიანები ჩემს ასაკს დანანებით შეჰნატრიან, როდესაც ვამბობ რამდენი წლის ვარ. მერე დაუზარლად მაძლევენ რჩევებს, თუ როგორ უნდა გამოვიყენო დრო საინტერესოდ და დაუყოვნებლივ იწყებენ ჩემი პირადი ცხოვრების დაგეგმვას. ყველა საპირისპირო სქესის წარმომადგენელს ჩემს პოტენციურ მეორე ნახევრად აღიქვამენ. გაუღიმე? ე.ი. მოგწონს. ეჩხუბები? ე.ი. მოგწონს. არ ეკონტაქტები? ე.ი. მოგწონს. მეგობრობ? ყველაფერი მეგობრობით იწყება და მრავლისმთქმელი ჩაქირქილება. მთავარი კი ავიწყდებათ. ის, რასაც სხვები ამბობენ ჩემ შესახებ მათი რეალობაა და არა ჩემი.

p.s. მეგობრობისთვის არ არსებობს დაბრკოლება: დრო, სივრცე, ადგილი, სქესი, თუ არსებობს მეგობრობის სურვილი ორ ადამიანს შორის.

Leave a comment