დაბუდება ანუ ოცნებები ხდება

რამდენიმე თვის წინ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღე.

ბევრი არ მიფიქრია. ავდექი და განაცხადი შევიტანე.

ოჯახის წევრებმა თავდაპირველად არ მომიწონეს გადაწყვეტილება. არ მოწონება მსუბუქი ნათქვამია, შემეწინააღმდეგენ, “არ გინდა”, “ნუ იჩქარებ”, “იცი, რამხელა პასუხისმგებლობის წინაშე დგები?”.

საბოლოოდ მაინც ჩემი გავიტანე და ახლა ვზივარ საკუთარ დასალაგებელ სახლში და ჯერ კიდევ ვერ გადამიწყვეტია როგორ გადავანაწილო ჩემი არცთუ ისე ბევრი ნივთი, არცთუ ისე დიდი ფართის ჩემს ციხესიმაგრეში.

ვზივარ და ვნანობ, რომ ეს გადაწყვეტილება 2 წლით ადრე არ მივიღე. ახლა ხომ იპოთეკური სესხის 1/5 დაფარული მექნებოდა. 🙂

დიახ, მე საკუთარი სახლი მაქვს, რომლის ღირებულება ლარებში 3 თვის განმავლობაში 30 %-ით გაიზარდა. 🙂

დიახ, მე იპოთეკური სესხი დოლარში ავიღე და იმ მომენტში 1 დოლარის ღირებულება 1,68 ლარი იყო. ახლა უკვე 2.15.

პოსტის წერას რომ ვიწყებდი, წუწუნს სულაც არ ვაპირებდი. ესეც კიდევ ერთი ფაქტი, თუ როგორი დაუზღვეველები ვართ უსიამოვნო მოულოდნელობებისგან.

და მაინც მე ყოველდღე ვაკეთებ ისეთ რამეს, რაც ბედნიერს მხდის. ახლაც თურქულ ყავას ვადუღებ და გავიქეცი, ჯეზვედან არ გადმოვიდეს…

3 thoughts on “დაბუდება ანუ ოცნებები ხდება

Leave a comment