ჩემი “მზის ჩასვლამდე”

ჩემს საყვარელ კაფეში ვისხედით მე და ერთი წყვილი. ვსაუბრობდით სხვადასხვა თემებზე: მე ჩემს ბუნდოვან გეგმებზე, ისინი ცხადზე და ერთობლივზე. მათ უყვართ ერთმანეთი, ისე როგორც მე დარიჩინიანი კაპუჩინო, რომელიც მაგიდაზე მედგა და ჭიქას თითით ისე ვეხებოდი, როგორც ჩემს წინ მჯდომი ბიჭი ოდესღაც მე.

გოგონა, რომელიც არ სვამს, არასოდეს იცის, როგორ არიან მისი ყოფილებიო. მე ამისთვის დალევა არ მჭირდება. ისინი თავად რეკავენ, მიუხედავად იმისა მაინტერესებს თუ არა, როგორ არიან.

ბევრი მათგანი ახლა დაქორწინებული ან სერიოზულად შეყვარებულია ჩემს წინ მჯდომი ბიჭის მსგავსად, რომელიც ყოველთვის ამბობს, რომ ჩემგან ბევრი რამე ისწავლა და რომ მე ძალიან კარგი გოგო ვარ.

ხანდახან მგონია რომ ფილმის გმირი ვარ, იმდენად არარეალური რაღაცეები მემართება.

ხანდახან მგონია რომ წარუმატებელი ადამიანი ვარ ან უბრალოდ არ ვიცი, როგორ შევინარჩუნო ურთიერთობები და კარგი ადამიანები.

ყოველ შეთხვევაში კითხვა “რატომ ვარ მარტო”, თავად ფაქტზე მეტად მაწუხებს, მაგრამ როცა “ფეისბუქზე” მათ ფოტოებს ვხედავ სხვა გოგოებთან ერთად, ზუსტად ისე მემართება, როგორ ჯული დელპის გმირ სელინს ამ მომენტში:

Celine: Men go out with me, we break up and then they get married. And later they call me to thank me for teaching them what love is. That I tought them to care and respect women.
Jesse: I think I’m one of those guys.
Celine: I wanna kill them! Why didn’t they ask me to marry them? I would’ve said no, but at least they could have asked.

 

4 thoughts on “ჩემი “მზის ჩასვლამდე”

  1. “Your girl is lovely, Hubble!” ასე უნდა უთხრა მაგ დროს და გაოცებული მიატოვო. :)))

    “why her?” ხომ გახსოვს? 🙂

    ასეთი პასუხგაუცემელი კითხვების გამო ცხოვრება ათმაგად საინტერესოა.

    It’s fun to be young and beautiful and single.

Leave a comment