ტარანტინო შეყვარებულია თურმ(ანზ)ე

კანის 67-ე კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე 24 მაისს გენიალური რეჟისორის კვენტინ ტარანტინოს და მისი მუზა უმა თურმანის ერთად გამოჩენა არავის გაკვირვებია. ტარანტინოს სიმპთიები თურმანის მიმართ არასოდეს ყოფილა დაფარული. მან რეჟისორის რამდენიმე ფილმში ითამაშა და პრემიერებზეც ყოველთვის ერთად დადიოდნენ, თუმცა როგორც ამბობენ, მათი ურთიერთობა საქმიან თანამშრომლობას არასოდეს გასცილებია.

“მაკულატურაში” 1994 წელს შესრულებული როლის შემდეგ, ახალგაზრდა უმა ტურმანი 90-იანი წლების სექს სიმბოლოდ იქცა. ის 7 წელი იყო დაქორწინებული მსახიობ ზაკ ეფრონზე, რომელსაც 2004 წელს დაშორდა. 2007 წელს ქერათმიანი უმა მილიონერ არფად არკი ბუსონზე დაინიშნა, რომელთანაც 2 წლის ქალიშვილი როზალინდ არუშა არკადინა ალტალუნე ფლორენს ტურმან-ბუსონი ყავს. 🙂 წყვილი სულ ცოტა ხნის წინ დაშორდა ერთმანეთს.

რაც შეეხება ტარანტინოს, მისი რომანების რაოდენობა განხილვის საგანია. ყველაზე ხანგრძლივად ის მსახიობებს ქეთი გრიფინსა და მირა სორვინოს ხვდებოდა და ოცი წლის მანძილზე უმა თურმანისადმი პლატონური სიყვარულით იყო განმსჭვალული. 🙂 როგორც ჩანს, ოცნებები ხდება. კინოინდუსტრიაში წარმატების შემდეგ, პირად ცხოვრებაში ოცნებების ასრულების ეტაპი დადგა.

“მაკულატურას” ეკრანებზე გამოსვლიდან 20 წლის ცერემონიალს წყვილი ერთად დაესწრო. ამავდროულად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტარანტინოს და თურმანს კანში ერთად ჰქონდათ ვილა ნაქირავები და მათი რომანის შესახებ აგორებული ჭორებიც მათი რომანტიკული ქცევებით უმალვე დადადსტურდა.

თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო წყვილი შედგა.

მხოლოდ ტარანტინო კი არ არის შეყვარებული თურმ(ანზ)ე, გრძნობა ორმხრივიაო და წყვილი რომ თავს არაჩვეულებრივად გრძნობს კანში გადაღებულ ფოტოებზეც ჩანს.

 

2 thoughts on “ტარანტინო შეყვარებულია თურმ(ანზ)ე

  1. ვერაფრით ვიტყვი სიყვარული ტარანტინოზე კარგად მოქმედებს მეთქი, გასუქდა კი არა გასივდა, თუმცა ბედნიერი გამომეტყველებ აქვს (მთავარიც ეგაა!). იმედია მარკეტინგული ხრიკი არაა ფილმის გასაყიდად, ეგეთი რა გაუჭირდათ? ვუყურებ და ვტკბები და ვბჟირდები 🙂

    • არა მგონია ეგრე გაჭირვებოდათ, გამოეგონათ 🙂
      თუმცა არც ეგაა მთლად გამორიცხული. 🙂

Leave a comment