წერილი წარსულიდან და ახდენილი ოცნებები

ცოტა ხნის წინ მეილი მომივიდა. უცნაური ამ ფაქტში არაფერია. მითუმეტეს როდესაც დღის განმავლობაში ათეულობით მეილს ვიღებ და ზოგიერთის წაკითხვას ვერც ვასწრებ.

უცნაური ის იყო, რომ წერილის გამგზავნიც და ადრესატიც მე ვიყავი. წერილი საკმაოდ პირადულია, მაგრამ მე მისი გამოქვეყნება მაინც გადავწყვიტე, გარკვეულ მიზეზთა გამო.

ის რაც ერთი წლის წინ განუხორციელებელი მეგონა, ყველაფერი ავისრულე.

დღეს მაქვს სახლი, სადაც მოდუღებული ყავით ხელში ჩემს აივანზე ვჯდები და ხან მზის ჩასვლა-ამოსვლით ვტკბები, ხანაც პარიზზე ტკბილ მოგონებებს ვიხსენებ. ვიყიდე მანქანა, რომლითაც ჩემს ახალ სამსახურში კომფრტულად დავდივარ.

ხდება ისე, რომ ოცნებები ხდება. 🙂

რამდენიმე დღის წინ თითქმის სრულიად უცნობმა ადამიანმა მკითხა, შენს ბლოგზე რატომ აღარ წერო. ჩემზე კარგად რომ წერს ერთმა ისეთმა ადამიანმა კი შემაქო კარგად წერო და წერეო. ესეც ახდენილი ოცნებაა. თურმე აინტერესებთ, კითხულობენ.

ჰოდა, მე ვეცდები უფრო ხშირად დავწერო აქ.

სიყვარულით მე! 🙂

4 thoughts on “წერილი წარსულიდან და ახდენილი ოცნებები

  1. იფ, რა დადებითი ემოციაა, ამის წაკითხვა, ამ საახალწლოდ,. წარმატებულ წელს გისურვებ ,
    ახდენილი ოცნებები მიყვარს.

  2. 2015 წლის ბოლოსაც ასეთი პოსტი გვენახოს შენს ბლოგზე 🙂
    გილოცავ დამდეგს!

Leave a comment