მე და ამელი პარიზის მეტროში

ევროპაში სიძველით მეოთხე ადგილზე პარიზის მეტროა, ლონდონის, გლაზგოსა და ბუდაპეშტის მეტროების შემდეგ. 1900 წელს, როდესაც პარიზის მეტროს სისტემის შექმნა დაიწყო, გვირაბები უშუალოდ ქუჩების ქვეშ გადიოდა. სწორედ ასეთი განლაგება გახდა ტრანსპორტის ამ სახეობის განსაკუთრებული პოპულარობის მიზეზი.

თუ გინდა პარიზის მაჯისცემა შეიგრძნო, მეტროთი უნდა იმგზავრო, თუმცა ეს ადვილი სულაც არ არის. ის 14 ხაზისგან შედგება, 300-ზე მეტი სადგური აქვს და მსოფლიოში მეხუთე ადგილზე დიდი რაოდენობის მგზავრთა გადაყვანით: ტოკიოს, მოსკოვის, ნიუ-იორკისა და მეხიკოს შემდეგ.

პარიზში გამგზავრებამდე შესწავლილი მქონდა ქალაქში გადასაადგილებელი სატრანსპორტო საშუალებები… მეგონა! მეტროს სპეციალური აპლიკაციაც (RATP) კი გადმოვწერე. პოღტ მაიოში (Porte Maillot) ავტობუსიდან გადმოსვლისას კი მივხვდი, რომ ყველაფერი არც ისე მარტივად იყო და მე გენიალურ ქალაქში ვიყავი.

პარიზზე საუბარი დაუსრულებლად შემიძლია, ამიტომ სხვა ამბებს სხვა დროისთვის და პოსტისთვის შემოვინახავ.

აუცილებლად სანახავი ადგილების სიაში მქონდა “სიყვარულის კედელი” (The Wall of Love). ერთ საღამოს ჩემს პარიზელ მეგობარს აღფრთოვანებით ვუყვებოდი დღის განმავლობაში ნანახი ადგილების შესახებ და კიდევ რის ნახვას ვაპირებდი. აღმოჩნდა, რომ Le Mur des Je t’aimes ანუ “სიყვარულის კედელი” არც თამარას ჰქონდა ნანახი და დამპირდა, რომ ჩემთან ერთად წამოვიდოდა. გეგმის განხორციელებამდე კი მასთან მისასვლელი უახლოესი მეტრო მოვძებნეთ.

აბესე (Abbesses) სწორედ ასე ქვია მეტროს სადგურს, რომელსაც ტაძრამდე კი არა იეჰან რიქტუსის სახელობის სკვერამდე უნდა მივეყვანეთ, სადაც 40 კვადრატული მეტრის კედელზე მსოფლიოს 250 ენაზე წერია ფრაზა “მე შენ მიყვარხარ”, მათ შორის ქართულად დაბლა მარცხნივ. 🙂

თუმცა მე კედლის შესახებ მოყოლას არ ვაპირებდი ჯერ. 🙂

როდესაც მეტროს ვაგონი ჩვენთვის სასურველ გაჩერებაზე გაჩერდა, უკვე მივხვდი რომ რაღაც ახალი და საინტერესო გველოდა. კარის გაღების შემდეგ ასეთი სცენა გამოჩნდა და უცებ გამახსენდა კადრი ჩემი საყვარელი ფილმიდან.

ზუსტად აქ, რამდენიმე წლით ადრე ჟან პიერ ჟენო იღებდა “ამელის”.

პარიზის მეტროს რამდენიმე სადგურში არის ლიფტი, რომელიც გადაადგილების პრობლემის მგზავრებისთვისაა განკუთვნილი, ვინაიდან არ არის ექსკავატორი და კიბეებიც სხვებთან შედარებით გრძელი.

აბესეშიც არის ლიფტი და როდესაც მე და თამარმა ლიფტის კართან მომლოდინე ხალხის დიდი რიგი შევნიშნეთ, ცივილურ და კულტურულ პარიზელებს ცხვირი ავუბზუეთ და კიბეებს ავუყევით, თან ლიფტთან მდგომებს ვაკრიტიკებდით, რა გაუხდათ რამდენიმე კიბის საფეხურის ფეხით ავლათქო. თურმე წინ პარიზის ყველაზე ღრმა მეტროს ძალიან გრძელი კიბე და უამრავი ნახატის ნახვა გველოდა.ფერადი პარიზის ხედები და პარიზული სცენის ამსახველი უამრავი ნახატი, რომლის დათვალიერება გარდაუვალია. ჩქარა და შეუსვენებლად იმდენ საფეხურს ვერ აივლი. 🙂

აბესეს სადგური მიწის ქვეშ 40 მეტრის სიღრმეში მდებარეობს და მისი კიბეების ავლის შემდეგ, “სიყვარულის კედელთან” სიყვარულით თავბრუდახვეული თუ არა უბრალოდ თავბრუდახვეული ნამდვილად ახვალთ. 🙂

“სიყვარულის კედელი” ერთადერთი ღირსშესანიშნაობა არ არის, სადაც მეტროსადგურ აბესედან შეიძლება მოხვედრა. აქვე მანმარტრი, თუმცა ჩემზე ჭკვიანები და აბესეში ერთხელ ნამყოფები იქ მოსახვედრად ცოტა მოშორებით მდებარე მეტრო სადგურებს იყენებენ.

p.s. პარიზის მეტროს 300-ზე მეტი სადგურიდან ერთადერთ სადგურს ჰქვია ქალის სახელი “ლუი მიშელი” (Louise Michel), რომლის მახლობლდაც ჩემი მეგობარი თამარი ცხოვრობს.

One thought on “მე და ამელი პარიზის მეტროში

  1. სტალინგრადი? მემგონი ესეც ჩანს ამელიში. 🙂

    მართალია, ძალიან ჭკვიანურადაა მოწყობილი და მეგრელის არ იყოს სიტყვა მიგანიშნებსო სახელწოდება მიგანიშნებს სად ხარ და აპირებდი თუ არა იმ კონკრეტული ადგილის ნახვას 🙂 ერთხელ გარეუბანში ვიყავი და ახალი შენობებიც ნამეტანი მომეწონა 🙂

    სანამ დერეფნებში დადიხარ, აფიშების თვალიერებაც კარგია. ვინ ჩამოდის, ვისი კონცერტია და ა.შ.

Leave a comment