მერაბ ნინიძე ცხოვრებაზე, მსახიობობასა და შიშებზე

“რა არის მსახიობობა? – ეს სარკეა, როდესაც ერთი ადამიანის პირისპირ, სარკესავით წინ დაუდგება მსახიობი და მის თავს განუსახიერებს. ესაა არტისტი – რომლის პერსონაჟებშიც მაყურებელი ძირითადად საკუთარი “მე”-ს დანახვას ცდილობს… გარკვეულწილად ეს ცოტა შიზოფრენიული პროფესიაცააა. თითქოს ჩვეულებრივი ადამიანი დგახარ სცენაზე ან კამერის წინ და უცებ სხვისი სახელით ლაპარაკობ, სხვის სიტყვებს იმეორებ და სხვის სახელზე რეაგირებ. ეს მართლა შიზოფრენიაა.”

მერაბ ნინიძე

“მთავარია, მსახიობი არ გამოხვიდე

1447772161_91826

ფოტო: Funtime

ბათუმში ველოდებოდით BIAFF-ზე მერაბ ნინიძეს. იქ უნდა წარედგინა თავისი ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელიც მარიკა ბაკურაძესთან ერთად დაწერა, მაგრამ შეხვედრამდე სულ ცოტა ხნით ადრე გავიგეთ რომ Divan Suits Batumi-ში ის  ავტოგრაფებს არ დაგვირიგებდა და ვერც სამახსოვრო ფოტოებს გადავიღებდით. უფრო მეტიც, საერთოდ არ ჩამოვიდა ბათუმში.

ასე შემრჩა ჩემი საყვარელი მსახიობის წიგნი, იმის იმედით რომ ერთ დღესაც გადაშლიდა და რამეს წამიწერდა. მანამდე კი თავად დავიწყე მისი ფურცვლა.

ეს არ არის მხოლოდ ავტობიოგრაფიული წიგნი. ეს არის დღიური, სურათების ალბომი, ბლოკნოტი, სადაც საინტერესო მომენტებია ჩანიშნული და რაც მე ყველაზე ძალიან მომწონს, ეს არის სარკე, სადაც თითოეული მკითხველი საკუთარ თავს ამოიცნობს. ბავშვობა, ბებიისა და ბაბუის ზრუნვა, სოფელი, ბავშვური შიშები და აღტყინებები, ოცნები ახდენილიც და აუხდენელიც, წინააღმდეგობები და ხვდები, რომ მთავარია, ის გამოხვიდე, ვინც მართლა გინდა რომ იყო. მთავარია, გინდოდეს და ამისთვის ყველაფერი გააკეთო, როგორც თავად მერაბ ნინიძე მოიქცა.

164883.1

რამდენიმე ათეული წელია ვენაში ცხოვრობს, თუმცა გადაღებებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში უწევს წასვლა. ითამაშა უამრავ ფილმში, ბევრ ოსკაროსან მსახიობთან ერთად და მისი მონაწილეობით გადაღებულმა ფილმმა “არსად აფრიკაში” ოსკარიც კი მიიღო. სავარაუდოდ მისი მონაწილეობით გადაღებული ბოლო ფილმიც “ჯაშუშთა ხიდი” არ დარჩება ამ ჯილდოს გარეშე, თუმცა სტივენ სპილბერგმა ფილმი წიგნის გამოსვლის შემდეგ გადაიღო, შესაბამისად ამ წიგნში ვერ წაიკითხავთ მოგონებებს ტომ ჰენქსზე, მაგრამ ბევრ რამეს გაიგებთ მის სხვა პარტნიორებზე.

სასაცილოდ არ ჰყოფნის კითხვა, თუ როგორ იმახსოვრებს ამდენ ტექსტს. ეს იგივეა ფეხბურთელს კითხო, როგორ შეუძლია ბურთის ფლობა.

ამბობს, რომ მიუხედავად იმისა რომ საქართველოდან წავიდა, თორნიკე მთლიანად აქ დატოვა. მისი განუმეორებელი პერსონაჟი “მონანიებიდან”.

სიცილით იხსენებთ, თუ როგორ ეგონათ ის და ია ნინიძე და-ძმანი.

გვასმენინებს და გვიზიარებს კარგ მუსიკას.

გვიტოვებს პასუხს კითხვაზე, თუ სად მიდიან იხვები, როდესაც ტბა იყინება.

“-მიფრინავენ ან მიჰყავთ.”

ასე მარტივად და საინტერესოდ მიგვაფრენს მერაბ ნინიძე თავის სამყაროში, რომელიც მკითხველს და მის გულშემატკივრებს მარიკა ბაკურაძისა და გამომცემლობა “ინტელექტის” დახმარებით გაგვაცნო.

 

Advertisements

3 thoughts on “მერაბ ნინიძე ცხოვრებაზე, მსახიობობასა და შიშებზე

  1. გეთანხმები, ამ წიგნის დამატებული ღირებულება ისაა, რომ ყველა თავისთავს იპოვის 🙂 მერაბივით გულწრფელია მისი მოგონებები.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s