თარგმანში დაკარგული

მე ის გოგო ვარ, “სტარბაქსის” ყავა გასინჯული რომ არ ჰქონდა, მაგრამ გიჟდებოდა მასზე.

sonogram-starbucksროგორც პირველ კოცნას, ისე ველოდებოდი მწვანე ლოგოიანი ჭიქიდან ამოსული სურნელის შეყნოსვას და მასზე ჩემი ტუჩების შეხებას. უკეთეს ადგილს ვერ ვინატრებდი, სტამბულის ამ უბნიდან მარმარილოს ზღვას, ტოპკაპს, ლურჯ მეჩეთს და აია სოფიას გასცქერი.

ველოდი რაღაც აღმატებულს, გასაოცარს და სისხლძარღვების გამაფართოებელს.

საგულდაგულოდ გამოვეწყვე.  მოკლე შავი კაბა, წითელი პომადა, შანელისვე სუნამო. მხოლოდ ფული და ფოტოაპარატი წავიღე თან.

ლედი დისავით შევაბიჯე “სტარბაქსში” და ქეით მიდლტონისებური ღიმილით: “ვან ბიგ ქოფე, ფლიზ”.  დახლიდან ბიჭმა დაბნეულმა ამომხედა და თურქულად რაღაც მკითხა. მე ჩავთვალე, რომ ეს სტანდარტული “მილქ, შუგა” იყო და ახლა უკვე ელისაბედ მეორესებრი გამოხედვით ამაყად მივუგე: ” ჰოთ მილქ ენდ შუგა, ოფ ქოორს”.

მერე ნახევარი საათი ვიჯექი და ზუსტად ის გრძნობა მქონდა,ბებო რომ ბავშვობაში რძეს ამიდუღებდა, წინ დამიდგამდა და კარგი გოგო ყოფილიყავი და არ დაგელია.

ჰო, ჰო, სწორად მიხვდით, რაც შევუკვეთე, ის მომცეს, ცხელი რძე!

საერთოდ თურქეთში ძალიან ცუდად იციან ინგლისური, უფრო სწორად არ იციან, მაგრამ გაგებინებენ, გიხსნიან, სულ და გულს დებენ.

სტამბულთან ახლოს მდებარე კუნძულ კინალიადაზე შეზლონგების გამქირავებელმა თავისი პოსტი მიატოვა და ნახევარ საათზე მეტხანს მივყავდით ჩვენთვის სასურველი ადგილისაკენ და მერე უკან გზაზეც გამოგვაცილა. ძირითადად ასე ხდება სტამბულში, თუ ვერ აგიხსნის და ძალიან არ ეჩქარება, ადგება და მიგაცილებს, სადაც არ უნდა მიდიოდე.

556491_3748281348802_1015764711_nჩვენ ქართველები სულ იმას გავიძახით, რომ ენა, მამული და სარწმუნოება შევინარჩუნეთ ამდენი საუკუნეა და გავავსეთ ენა, ათასი უცხო სიტყვით, მამული დავაქუცმაცეთ და სარწმუნოება გავა(გ)ურჯულოეთ.

არ შევეხები მეტად ამ მტკივნეულ თემას და განწყობისთვის შარშან ბათუმში ჩემს მიერ გადაღებულ ფოტოს გთავაზობთ. 🙂

9 thoughts on “თარგმანში დაკარგული

  1. აქამდე მეგონა, რომ მარტო ჩვენთან შეიძლება “თარგმანში დაკარგული” ადამიანი ტურისტებს ემსახურებოდეს :)) …მაგრამ იქ სტარბაქსი მაინც აქვთ…

  2. დარწმუნებული ვარ, რძე გაცილებით უკეთესი აქვთ, ვიდრე ყავა 🙂

  3. დარწმუნებული ვარ, სტარბაქსის რძე ყავაზე ბევრად უკეთესია 🙂

  4. სულით დ აგულით აგიხსნიან ეგ მართალია ❤
    ბურგერ კინგში არც ჩემმა ინგლისურმა იმოქმედა, არც რუსულმა და არც ქართულმა (დედაჩემმა ფრანგულადაც კი გაიბრძოლა), ჰოდა, ბოლოს თურქულად რომლიღაც ბურგერი ისე გემრიელად ამიხსნა რაც კი მითხრა (ყოველ შემთვევაში რა გაიგე –_– ) ყველაფერი ვიყიდე ^^

  5. სტამბულში თურქულ ყავას არაფერი მირჩევნია. მეორე ფავორიტი სასმელი- ვაშლის ჩაი:)

Leave a comment