მი – ჩვევები

მოწევა არ კლავს. მოწევის ჩვევად ქცევა კლავს. 18-19 წლის გოგოები ვიყავით, უახლოესი მეგობრები. ზედა ბეთლემის უკან რომ ახლა ბილიკი ჩამოდის, მაშინ ასვლაც კი ჭირდა. ჩვენ იქ ავედით და ვეწეოდით. მაშინ რაღაც პრობლემები მქონდა, ახლა ვერც ვიხსენებ. ალბათ არც ჩემს აწ უკვე პარიზში მცხოვრებ მეგობრებს ახსოვთ ეს ამბავი, მაგრამ მე თბილისში ეულად და ბევრი სხვა მეგობრის…

სალამი, სევდავ!

ყველა მარადიული გრძნობიდან სიყვარული ყველაზე ხანმოკლეაო. მოლიერის ეს ცნობილი ფრაზა ბევრ ადამიანში იწვევს პროტესტს, განსაკუთრებით მათში ვინც ახალგაზრდაა და შეყვარებულია და უნდა ეს მდგომარეობა უსასრულოდ გაგრძელდეს. სორბონის სტუდენტმა ფრანსუაზ კუარეზმა უცნაური ფორმით, მოლიერის ბიუსტის რიტუალური ჩამოხრჩობით ცადა პროტეტსტი. არ ვიცი, ეს ფრანსუაზის მეამბოხე სულით  იყო გამოწვეული თუ სასოწარკვეთით. გავა რამდენიმე წელი და ეს გოგონა ფრანსუაზ…