ტიმოთი გრინის უცნაური ისტორია

საღამოს ფილმის ნახვა ჩემთვის ისეთი სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც დილით ახალგაღვიძებულზე ცხელი ყავა, მაგრამ ამ უკანასკნელის განხორციელება ბევრად ადვილია ჩემთვის, ვიდრე პირველის. ყოველ საღამოს მაქვს მოლაპარაკებების გრძელი რაუნდები, ერთ-ერთი კომპიუტერის ან უკიდურეს შემთხვევაში ტელევიზორის დასათმობად. ეს ბევრად ძნელია, ვიდრე მოლაპარაკებები ტერორისტებთან, საერთაშორისო დამნაშავეებთან, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებასთან და სხვა რთულ შემთხვევებთან. საბოლოოდ კომპრომის ვაღწევთ და რომელიმე საბავშვო…