ლეონარდო დიკაპრიო ჭიქით და ახლა უკვე “ოქროს გლობუსით” ხელში

12 იანვარს ბევერლი ჰილსზე მიმდინარე  “ოქროს გლობუსის” დაჯილდოების ცერემონიალს თვალს ჩემი ფანჯრის რაფიდან ვადევნებდი, იმიტომ  რომ მეზობლის wi fi-ს ნორმალურად ოთახის მხოლოდ ამ ნაწილში იჭერს.

თინა ფეის და ემი პოლერის წაყვანილი საღამო, მე პირადად ძალიან მომეწონა და ძალიან სახალისო იყო. გამოვარჩევდი თინას ფრაზას ლეონარდო დიკაპრიოს შესახებ: “And now, like a supermodel’s vagina, let’s all give a warm welcome to Leonardo DiCaprio.”

როცა ჯენიფერ ლოურენსი ნომინაციაში “საუკეთესო მსახიობი მამაკაცი: კომედია ან მიუზიკლი”  გამოსაცხადებლად გავიდა სცენაზე, მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა “ალბათ ლეო. აბა, სხვა ვინ?!”

ფილმი, რომლითაც ლეომ “ოქროს გლობუსი” მეორედ აიღო, მე ჯერ არ მინახავს. სამაგიეროდ სხვა ყველა ფილმი მისი მონაწილეობით ნანახი მაქვს.

აღნიშნულ ჯილდოზე დიკაპრიო 9-ჯერ იყო ნომინირებული და ორივე ფილმის, რომლის საშუალებითაც ლეო საუკეთესო მსახიობ მამაკაცად დასახელდა, რეჟისორი მარტინ სკორსეზეა. პირველად ეს 2005 წელს მოხდა ფილმით “ავიატორი” (The Aviator)  და წელს ფილმით “მგელი ვოლ-სთრითიდან” (The Wolf of Wall Street).

მახსოვს ლეოს თითქმის ყველა მნიშვნელოვანი სცენა. ის ხშირად ყვირის:

და რამდენჯერმე უჭირავს ჭიქა ხელში.

1. ” ტიტანიკი”  (Titanic 1997)

TiTanic

2. “ჯანგო” (Django Unchained 2012)

Django

3. “დიდებული გეთსბი” (The Great Gatsby 2013)

great-gatsby

4. ” მგელი ვოლ-სთრითიდან” ( The Wolf of Wall Street 2013)

enhanced-buzz-15790-1389583967-3

და დღეს როდესაც ლეოს ფოტო ვნახე “ოქროს გლობუსით” ხელში, ასოციაცია სწორედ ამ ბოლო ოთხ კადრზე გამიჩნდა და მინდოდა თქვენთვისაც გამეზიარებინა როგორმე. 🙂

1017564_10152135111982801_1650265083_n

“ოსკარით” ფოტოსაც დავამატებ ალბათ მალე, ლეო. 🙂

8 thoughts on “ლეონარდო დიკაპრიო ჭიქით და ახლა უკვე “ოქროს გლობუსით” ხელში

  1. პ.ს. ძალიან ლამაზად დაგილაგებია ფოტოები )))

  2. ლეოს რომ “ოსკარი” არ მისცენ, ეს იქნება ერთი დიდი უსამართლობა 🙂

  3. “ტიტანიკში” რა ლაწირაკია :)))) ასაკში მილიონჯერ უკეთესი გახდა, შემიყვარდა ❤

  4. The great Gatsby- მერე ვამბობ, რომ ლეონარდომ ოსკარი უნდა მიიღოს: )))

    Leonardo DiCaprio Yelling -მიუხედავად იმისა, რომ მძაფრი სცენებია, მაინც მეცინებოდა. ვინ მოიფიქრა ამ კადრების ერთად შეკრება: )))) ძალიან სახალისოა: )))

Leave a comment