არ დაჯდე საჭესთან ნასვამი!

საჭესთან  დალევ და სულს დალევ! – ჩემი აზრით, რაღაც მსგავსი უნდა ეწეროს ყველა ალკოჰოლური სასმელის შეფუთვაზე. თუმცა ასეთი შინაარსის სლოგანებმა მწეველების რაოდენობა ვერ შეამცირა.

სამწუხაროდ, ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეამცირა ავტომანქანის მართვამ სიმთვრალის დროს, მათ შორის ჩემი მეგობრის. ადამიანი, რომელიც უმნიშვნელო დარღვევასაც არ ჩაიდენდა საჭესთან. სრულყოფილად ფლობდა ნებისმიერ ავტომობილს, რომელსაც მართავდა, მაგრამ … ამბობენ, რომ სადღესასწაულო სუფრიდან ადგა და წავიდა. წავიდა სამუდამოდ.

მუხრუჭი არ უხმარია და გაშლილ ადგილზე ერთადერთ ხეს დაეჯახა. სავარაუდოდ ჩაეძინა, სხვაგვარად შეუძლებელი იყო ასე დამართნოდა…

თუ ჩემი პოსტი ერთ ადამიანს მაინც გადააფიქრებინებს დალევას საჭესთან დაჯდომის წინ, მისია შესრულებულად ჩავთვლი.

საჭესთან სიმთვრალის საწინააღმდეგო აქციას ბევრი კომპანია ეწევა. მე გამოვარჩევდი იტალიელი ავტომწარმოებლის “ფიატის” მარტივ, მაგრამ მრავლისმთქმელ პოსტერს.

ახლა შენ ხედავ. უკვე ვეღარ ხედავ.

რეკლამა, რომელიც სულ რამდენიმე წამიანია და ლუდის ქილის გახსნას მოიცავს, გვეუბნება, რომ გავუფრთხილდეთ საკუთარ და სხვების სიცოცხლეს. სიცოცხლეს, რომელიც ერთადერთია და ტკბილი, თუ არ გავუმწარებთ ერთმანეთს.

3 thoughts on “არ დაჯდე საჭესთან ნასვამი!

  1. მწეველი ოდნავ სხვაა. მოწევის დროს საფრთხის ასე მკვეთრად იდენტიფიცირება არ გამოდის.

    • ჰო რა თქმა უნდა. მე უბრალოდ სლოგანის შეფუთვაზე გათვასების პარალელი გავავლე.

  2. სამწუხაროდ, ყველაზე ეფექტური მათრახის მეთოდი მგონია: მართვის მოწმობის ჩამორთმევის შიშმა ყველაზე მეტი ურჩი მოარჯულა.

Leave a comment